ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, „ომიკრონის“ სუსტი მიმდინარეობა ძირითადად ახალგაზრდებში ფიქსირდება, მათ გადააქვთ დაავადება როგორც მარტივი გაციება და ვირუსი. მისივე თქმით, „ომიკრონი“ სუნთქვის უკმარისობას და ფილტვების დაზიანებას არ იწვევს.
„განსაკუთრებით საყურადღებოა 60 წელს გადაცილებული ადამიანები და ისინი, ვისაც აქვს ჭარბი წონა, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება ან ონკოლოგიური პათოლოგიები, თირკმლის ქრონიკული დაავადება. ისინი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ატარონ ორმაგი პირბადე ან გამოიყენონ რესპირატორი და აუცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია“, - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ჰოდა, ახლა, რა გვგონია, სომხები გვამებს მალავენ?“ - მერაბ მეტრეველი
🔵ნათლისღებას აღებულ წყალს სასწაული ძალა აქვს
🔵რატომ არ გვიდასტურდება კოვიდინფექცია სწრაფი ტესტით? - სპეციალისტის განმარტება
წყარო: commersant.ge