Digest Logo

მართლაც საგანგაშო მდგომარეობაში ვართ, ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია - მარინა ენდელაძე

1636618009
ენდელაძე მარინა

77 გარდაცვლილი და 4 563 ახალი შემთხვევა - ასეთია ბოლო 24 საათის კოვიდ სტატისტიკა. ყოველდღიურად ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებლები კლინიკებში მძიმე პაციენტების რიცხვსაც ზრდის. რეანიმაციულ განყოფილებებში პაციენტების დიდი ნაწილი ხანდაზმულია და მათ შორის აცრილი არავინაა. არ არის გამორიცხული ჯანდაცვის სამინისტროს გარე რეზერვების გამოყენება დასჭირდეს.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ბუნებრივია სიკვდილიანობის მაჩვენებელსაც ზრდის. მისივე განმარტებით, თუ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა გაგრძელდა, კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა ამოიწურება.

„მართლაც საგანგაშო მდგომარეობაში ვართ. ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია. ვერ ვიტყვი, რომ იზრდება, მაგრამ განსაკუთრებულად ეს პერიოდი არის 5-6 ათასი, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია, ყოველი 5-6 ათასი შემდგომი კონტაქტები კიდევ უფრო მეტად და მართლაც ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა. მაღალ ინფიცირებულთა რაოდენობას ემთხვევა ის, რომ სიკვდილიანობაც მაღალია.

ბევრი არის კრიტიკული, ბევრი არის მძიმე და რა განაპირობებს ამ სიმძიმეს, განაპირობებს ის, რომ უპირატესად არ არიან ვაქცინირებულები. რა თქმა უნდა ამოიწურება კლინიკების შესაძლებლობები თუ ასე გაგრძელდა და ამ რაოდენობით იქნება, იმიტომ, რომ მეტი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო და უკვე ძალიან გაგვიჭირდება,“ - აცხადებს მარინა ენდელაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ქვეყნის ჩაკეტვა არ გაბედოთ, თუ დასაშვებია ათეულობით ათასი ადამიანისგან შემდგარი აქციები, მაშინ დაშვებულია ჩვენთვისაც, ვიცხოვროთ“ - ოთო აბესაძე

🔵„ორჯერ აცრილმა დამაინფიცირა, ეს კი იმის ბრალია, რომ არავის და არაფერს ერიდებიან...“ - რას წერს ივერი

🔵„არ გვინდა ნერვიულობა და წინასწარი ნეგატიური სცენარები, კარგ ამბავს სიხარულით შევხვდეთ...“ - რას წერს ეპიდემიოლოგი

🔵„სიმართლე პანდემიაზე! ბრძოლა, რომელიც გულისხმობდა უხილავი მტრისგან თავდასაცავი მაღალი ზღუდის აშენებას – წავაგეთ!“ - ექიმი

🔵გაციება თუ კოვიდი? როგორ ვუმკურნალოთ და განვასხვაოთ - ექიმის რჩევები

🔵VIDEO: გადაცემის ჩაწერისას ქალმა გონება დაკარგა - პირველადი დახმარება მას ბიძინა კულუმბეგოვმა აღმოუჩინა