Digest Logo

„საეკლესიო ზარების ვიბრაციით შესაძლებელია კოვიდის დამარცხება, განსაკუთრებით მოქმედებს მაღალი ვიბრაციები, მაგრამ ვინ გისმენს?!“ - რას ამბობს ცნობილი ჰომეოპათი?

1643359166
საეკლესიო ზარები

ჰომეოპათიის აკადემიის პრეზიდენტი და საერთაშორისო ექსპერტი თინა თოფურია სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს და წერს, რომ საეკლესიო ზარებს დაავადებების განკურნების შესაძლებლობა აქვს.

მისივე თქმით, საეკლესიო ზარები ადამიანებს კორონავირუსისგან კურნავენ.

„ამას ვითხოვ პანდემიის დაწყებიდან - საეკლესიო ზარების საოცარი შესაძლებლობის გამოყენებას.

მათ ვიბრაციებს შესწევთ უნარი კოვიდისგან გაწმინდონ მთელი სივრცე.

უკვე მეცნიერებამაც აღიარა რომ ზარების რეკვა ანადგურებს სხვადასხვა პათოგენებს, ან ასუსტებს იმდენად, რომ ვეღარაფერს გვავნებენ.

კორონაზე განსაკუთრებით მოქმედებს ყველაზე მაღალი ვიბრაციები, ანუ ყველაზე წვრილი ზარის ხმა. მაშინ საპატრიარქოსაც შევუთვალე მაგრამ ვინ გისმენს?!“,- წერს თოფურია.


ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ეს რა შეიტყო ჩემმა საოხრემ, ეს რა იხილა ჩემმა თვალებმაო“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

🔵„მარტივი სიტუაცია არ არის, აუცილებელია 50 წელს ზემოთ მოსახლეობის ბუსტერიზაცია“ - ბიძინა კულუმბეგოვი

🔵„სამწუხაროდ, კოვიდის გამო გარდაიცვალა... ეს ექიმობა არ არის, მავნებლობაა“ - რას წერს ზაზა თელია

🔵რამდენჯერ უნდა აიცრას ადამიანი ბუსტერ დოზით? - კულუმბეგოვის განმარტება