Digest Logo

„თუ ოჯახში ერთი პირია ინფიცირებული და სხვებს სიმპტომები აქვთ, მათ აღარ უწევთ ტესტის გაკეთება“ - დევი ტაბიძე

1645551467
დევი ტაბიძე

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე  აცხადებს, რომ დიდი პროტესტის გრძნობა დაწესებულ შეღავათებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის ექსპერტებს არ აქვთ.

მისი თქმით, კორონავირუსის მკურნალობა გადავიდა ბინაზე და არაჰოსპიტალური დახმარების ვარიანტზე, რომელიც პირველადი ჯანდაცვის ქსელზე არის ორიენტირებული.

დევი ტაბიძის თქმით, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტს ძირითად შემთხვევაში მსუბუქი მიმდინარეობა აქვს.

კოვიდსასტუმროების გაუქმება ფინანსური საკითხია. ყველაფერი ძალიან დიდ თანხებს ეხება და ამიტომ არ არის ეს ამ ეტაპზე საჭირო. თუ საჭირო გახდება, არ მგონია, რომ სახელმწიფომ არ დააბრუნოს ეს სისტემა. მაგრამ ამ ეტაპზე ბინაზე მკურნალობა საკმარისია, რაც ნაკლებ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

კითხვაზე, რა უნდა გააკეთონ იმ ინფიცირებულმა ადამიანებმა, რომელთაც მკურნალობა ბინაზე უწევთ, თუმცა ოჯახის წევრებთან მიმართებით იზოლაციის წესებს ვერ იცავენ – დევი ტაბიძე შემდეგნაირად პასუხობს.

„როდესაც ოჯახში ერთი პირია ინფიცირებული და ოჯახის სხვა წევრების რაოდენობა მინიმუმ 3 ან 4-ს შეადგენს, ერთი იკეთებს PCR ან სწრაფ ტესტს. რასაც ეკონომიკური ეფექტიც აქვს, რადგან სხვებს აღარ უწევთ ტესტის გაკეთება. თუ კლინიკური გამოვლინებები და სიმპტომატიკა სხვა ოჯახის წევრებსაც გააჩნიათ, მაშინ ისინი თვითდიაგნოზით არიან დაკავებული და ამას „ქართული ფენომენი“ დავარქვი. ამ შემთხვევაში უკვე იზოლაციას აზრი აღარ აქვს.

ადამიანებმა იზოლაციის წესები უნდა დაიცვან სამსახურებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მარკეტებში, თეატრებში და კინოებში რომ არ მივიდეს. ეს მისი სოციალური პასუხისმგებლობაა“, – განმარტავს ჯანდაცვის ექსპერტი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵VIDEO: გიორგი მასხულიას ცემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

🔵„დღეს მოერიდეთ ეჭვიანობას, მკვახე და უხეშ გამონათქვამებს, რადგან ასე მხოლოდ დაძაბავთ ურთიერთობას“ - ცაგარელი

🔵„როდესაც თქვენს სურვილებს ჩაუთქვამთ...“ - აუცილებელი ინფორმაცია, რაც 22.02.2022 მისტიკური დღისთვის უნდა ვიცოდეთ

🔵„მამას უმწეო ცრემლებს ვერ ვპატიობ სამყაროს... გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოულოდნელად იტირა უმწეობისგან“ – ნანა გეგეჭკორი

🔵აშშ-ს საელჩოს გაფრთხილება - ასეთი ტიპის აპლიკანტებს არ აქვთ სავიზო პროცესში დახმარების უნარი