Digest Logo

„თუ საქართველოში ინტენსიურები კორონიანი ბავშვებით გადაჭედილია, ეს ადგილობრივი ჯანდაცვის, ჰიგიენის და ფულის კეთების პრობლემაა!“ – იაგო ფრანგიშვილი

1642882326
იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ინტენსიური კლინიკების კორონიანი ბავშვებით გადატვირთვა ადგილობრივი ჯანდაცვის პრობლემაა.

„ახლა გავიგე რომ ინფექციური და ინტენსიურები კოვიდიანი ბავშვებით გადაჭედილიაო საქართველოშიო და ძალიან ვთხოვ ყველას, პრობლემა ეძებოს მანდ, ადგილზე და არა აცრაში.

აქ დავდებ სატატისტიკას გერმანიის სტატისტიკის ბუნდესამტი.

20 წლამდე ასაკის და კოვიდთან მიმართებით გარდაცვლილთა რაოდენობა 2წლის ანუ მთელი პანდემიის მანძილზე, ანუ 2020, 2021 და ახლა 2022 წლის 21 იანვრამდე ასეთია მთლიანად ამ პანდემიის განმავლობაში გარდაიცვალა 20 წლამდე ასაკის 53 ბავშვი/ახალგაზრდა.

2020 წლის სტატისტიკით, ანუ, როცა არ იყო აცრა, გარდაცვლილთა რაოდენობა იყო 27 ბავშვი/ახალგაზრდა ანუ, აცრას არავითარი გავლენა არ მოუხდენია კოვიდით ბავშვთა სიკვდილიანობაზე.

ახლა კი მეორე სტატისტიკა:

2019 წელს გერმანიაში 20 წლამდე ასაკის ბავშვი/ახალგაზრდა გარდაიცვალა სულ და ერთადერთ წელში 4.430, დიახ ოთხი ათასზე მეტი.

პანდემიის 2 წლის მანძილზე გერმანიაში 20 წლამდე ასაკის ბუნებრივი სიკვდილიანობა იყო დაახლოებით 8.800 და აქედან 53 არის დაფიქსირებული, რომ კოვიდ პოზიტიური ტესტი ჰქონდა.

რა ჰქონდათ სხვა დაავადების მხრივ ამ ბავშვებს/ახალგაზრდებს, ამას ეს სტატისტიკა არ გვიჩვენებს

მიუხედავად ამისა, აბსოლუტური დამაჯერებლობით უნდა ითქვას, რომ კორონა არ უნდა წარმოადგენდეს ბავშვის ან ახალგაზრდის პრობლემას და თუ წარმოადგენს, და თუ ინტენსიურები კორონიანი ბავშვებით გადაჭედილია ეს არის ადგილობრივი ჯანდაცვის, ადგილობრივად ინფექციის მართვის, ჰიგიენის და რა თქმა უნდა ფულის პრობლემაც – ფულის ნაკლებობის კი არა, პირიქით, ფულის კეთების პრობლემა“, - წერს ფრანგიშვილი.


ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ავარიაში მოყვა, მარტო იყო...“ - ვისზე წერს თეონა ცხომელიძე

🔵დაათვალიერეთ, ე.წ. კანონიერი ქურდის ზაქარია კალაშოვის მდიდრული სასახლე

🔵VIDEO: „დღევანდელ დღეს წავიდა... მოუნელებელი ტკივილი და უსაშველო მონატრება“ - ინგა გრიგოლია ლევან ჩხაიძეზე

🔵„მშვიდობით“ - პირველი ქართველი მილიონერი გარდაიცვალა

🔵„სული გამეყინა... როგორ დავიჯერო, რომ აღარ ხარ“ - ღუდუშაურის კლინიკის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა

🔵„ომიკრონმა სახით მათრია“ – გიორგი ჯანელიძე კოვიდს ებრძვის