„5 გეომაგნიტური დღე, სავსე მთვარე და სატურნის ტრანზიტი თევზებში“ - ეს ის პროცესებია, რომელიც კოსმოსში მიმდინარეობს და დედამიწაზე ადამიანებს გამოწვევების წინაშე დააყენებს.
🔵ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მარტის თვეში ნამდვილ სიყვარულს შეხვდებიან
როგორც ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „დაიჯესტთან“ საუბრისას განაცხადა, ამ კვირაში განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, აკონტროლოთ წნევა და აგრეთვე ემოციები, ვინაიდან სავსე მთვარე ბევრ კონფლიქტურ ვითარებას შექმნის.
„მიმდინარე კვირაში 5 გეომაგნიტური დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა აკონტროლოთ წნევა და მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას.
აგრეთვე გასათვალისწინებელია 7 მარტი - სავსე მთვარე, ამ დღეს მოგეხსენებათ კოსმოსიდან უზარმაზარი ენერგია მოდის, რაც დედამიწაზე კონფლიქტებით გამოიხატება. ამიტომ გაუფრთხილდით ურთიერთობებს და აკონტროლეთ ემოციები. ასევე არ დაიწყოთ ახალი საქმეები და ნუ შეიძენთ ძვირფას ნივთებს.
და მთავარი მოვლენა - 8 მარტს სატურნი ორწელიწად-ნახევრით თევზების ზოდიაქოში გადადის, ეს დამსჯელი პლანეტაა, ვინაიდან ის თევზების ნიშანშია, ყველა იმ ნეგატივის გამოვლენისთვის დაისჯებიან ადამიანები, რასაც ეს ნიშანი მართავს. მაგალითად დაისჯებიან ნარკომანიითა და ლოთობით დაკავებული პირები, აგრეთვე არ უნდა მიეცეთ ზღვარგადასულ ფანტაზიებს, კატეგორიულად არ შეიძლება ტყუილსა და ილუზიებში ცხოვრება. დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც მიდის უფლის საწინააღმდეგოდ. ეს პლანეტა სერიოზულ ცვლილებებს მოგიტანთ“, - აცხადებს მიხეილ ცაგარელი „დაიჯესტთან“ საუბრისას.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ყველაფერი რუსული მო***ან, მათ შორის კანონი“ - დათო ლიკლიკაძის პასუხი ვახო სანაიას
🔵„გამარჯობა არ უთხრათ. ვისაც გამბედაობა გეყოფათ სახეში მიახალეთ, რომ სინდისგარეცხილი, შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ადამიანები არიან“ - გორგილაძე