Digest Logo

„2025 წლიდან იბადება ახალი სამყარო, რომელიც იქნება გამოწვევებით სავსე...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

1734516824
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

ამჯერად გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში 2025 წლის პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას და რჩევებს უზიარებს. 

„ამასობაში, ნელ-ნელა კარს მოგვადგა 2025 წელი და მოდი გეტყვით რა ძირეული პლანეტარული ინგრესიები გველოდება წინ:

I. აღმავალი - დაღმავალი კვანძების გადასვლა ქალწული - თევზების ღერძზე, წლის დასაწყისშივე 12 იანვარს. ეს უფრო მიმართულების და მისიის, ამოცანების ტრაექტორიას განსაზღვრავს.

II. გაზაფხული იქნება ძალიან დატვირთული, როცა 30 მარტს ნეპტუნი დაასრულებს თავის მრავალწლიან ციკლს თევზების ზოდიაქოს ნიშანში და შევა ვერძში. მანდ კი დარჩება 2038 წლამდე. ეს შექმნის და მოიტანს, აბსოლუტურად ახალ ეპოქას, თქვენ უნდა ნახოთ რა სახის ხილულ, როგორც ნაგავს, ისე ორიგინალურ საინტერესო ვერსიებს გამოავლენს ... იმდენად ღრმა თემაა რომ დიდი პოსტის დაწერა მომიწევს, რასაც ამ დღეებში შემოგთავაზებთ.

III. სატურნის ინგრესია, ასევე ვერძის ნიშანში. ეს უკანასკნელი, დაასრულებს თავის მოძრაობას თევზებში და დაახლოებით +-3 წლით წავა ვერძში, 2025 წლის 25 მაისიდან და იმოძრავებს 2028 წლის 13 აპრილამდე. (ახალი ლიდერები, ხელმძღვანელები, პირად ინტერესზე მორგებული კანონები და ცეცხლი) - ყველა ამ თემას შეგიკრავთ და შემოგთავაზებთ.

IV. ურანის ინგრესია ტყუპებში - 2025 წლის 7 ივლისიდან და დარჩება 2032 წლის 3 აგვისტომდე. უდიდესი ცვლილებები გველოდება სწავლის, განათლების, მედია უწყებებში, სამეზობლო და სასაზღვრო ოლქებში, რასაც ხელახალი სისტემების შექმნა, ძველის ნგრევა - ახლის დაბადება მოჰყვება.

V. ექსპანსიის პლანეტა იუპიტერი 9 ივნისს შევა კირჩხიბში, სადაც თავს ურიგოდ ნამდვილად არ გრძნობს და დარჩება 2026 წლის 30 ივნისამდე. საგულისხმო ტრანზიტია, ამასაც ხარისხიანად ჩავუჯდები და გადმოგცემთ.

VI. პირადი პლანეტებიდან ვენერას და მარსის უკუსვლა იქნება. მარსი თებერვლის ბოლოსკენ გასწორდება, ხოლო ვენერა დაიწყებს დარეტროვებას მარტის საწყის რიცხვებში და დაასრულებს აპრილის შუისკენ, რომელსაც დაგიწერთ.

VII. ბუნებრივია, გვექნება დაბნელებებიც, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მარტი-სექტემბრის პერიოდებში, რაც შემოიტანს დამატებით სიახლეებს.

ერთი სიტყვით, ტყუილად არ მითქვამს, რომ 2025 წლიდან იბადება ახალი სამყარო, რომელიც იქნება გამოწვევებით სავსე, რასაც სათანადო სულიერი მზაობა და ადაპტაცია სჭირდება“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „2025 წელს კარიერული თვალსაზრისით რთული გამოწვევის წინაშე დგანან“ - თაკო მელიქიშვილი ზოდიაქოს 6 ნიშანს აფრთხილებს

⭕🎥 როგორ მოვამზადოთ მაიონეზი სახლში მარტივი ინგრედიენტებით? - არუნ ხათრის რეცეპტი

⭕ „ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ!“ - ნინი ბადურაშვილი „მთავარ არხს“ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს