Digest Logo

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1747859936
22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება, ამიტომ სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ. შეიძლება ჭორებისა და ცილისწამების მსხვერპლი გახდეთ. სხვის სიტყვებზე დაყრდნობით ნურავის განსჯით, თორემ შეიძლება შეცდეთ. გულწრფელობა და ბუნებრიობა დაგეხმარებათ, რომ გარშემო მყოფების კეთილგანწყობა მოიპოვოთ. ოჯახში შესაძლოა მცირე გაუგებრობა წარმოიშვას, მაგრამ ამას ადვილად დაძლევთ.

კურო

ეჭვები და დაბნეულობა მუშაობაში ხელს გიშლით. დღის პირველ ნახევარში კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაგიჭირდებათ, თუმცა დღის მეორე ნახევარში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. სწორად მოქმედების შემთხვევაში კოლეგების მხარდაჭერას დაიმსახურებთ, ხელმძღვანელობა კი თქვენს ძალისხმევას შეამჩნევს. ეცადეთ სამსახურში თქვენი პროფესიული და ადამიანური თვისებები წარმოაჩინოთ — თქვენი წარმატება სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული.

ტყუპები

იდეალური დღეა მოულოდნელი და დაუგეგმავი გადაწყვეტილების მიღებისთვის იქნება ეს საქმიანობის შეცვლა, მივლინება თუ მოგზაურობა. მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ თქვენი ნიჭი, უნარები და გამოცდილება სრულად გამოავლინოთ. გარშემო მყოფებს თქვენი ჭკუა და მომხიბვლელობა მაგნიტივით იზიდავს. ხელიდან არ გაუშვათ საქმიანი კონტაქტების დადების შესაძლებლობა. დღის მეორე ნახევარში ერიდეთ ალკოჰოლს და სახსრებზე დატვირთვას.

კირჩხიბი

ამ დღეს შეიძლება ყველაფერი ჩვეულებრივისგან განსხვავებულად წარიმართოს, რაც დაბნეულობას გამოიწვევს. გირჩევთ, საკუთარ მიზნებს გადახედოთ — შესაძლოა, მათი ნაწილი საერთოდ არ გჭირდებათ და დროსა და ენერგიას ფუჭად ხარჯავთ. ეცადეთ, გარშემო მყოფთა ყურადღება არ მიიქციოთ - ეს, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. სამსახურში და პირად ცხოვრებაშიც გარკვეული იმედგაცრუება გელით, თუმცა პრობლემების გადაჭრაში სანდო ადამიანები დაგეხმარებიან. გირჩევთ, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.

ლომი

ამ დღეს ენდეთ საკუთარ გამოცდილებასა და ინტუიციას — მათი წყალობით ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი სწორი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში საქმეში — სიმტკიცე, ადამიანებთან ურთიერთობაში კი თავაზიანობა უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომელსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.

ქალწული

ამ დღეს რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები - თავის ტკივილი, თავბრუდახვევა და ძლიერი დაღლილობა. რაც არ უნდა მოხდეს, საკუთარ პოზიციებს ნუ დათმობთ, ნურც სხვისი დახმარების იმედი გექნებათ — ამ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ თქვენ შეძლებთ.

სასწორი

ვარსკვლავები ფინანსური მოგების შანსს გპირდებიან. მზად ხართ, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოთ და ძველი შეცდომები გამოასწოროთ. შექმნილი ვითარება მოთმინებას მოითხოვს, მით უმეტეს, მიზნის მიღწევა ადვილი არ იქნება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე გამოცდილ ადამიანებს უნდა მოუსმინოთ. შეეცადეთ, არ გაბრაზდეთ მათზე, ვისაც თქვენს წინაშე ბრალი არაფერში მიუძღვის.

მორიელი

ბევრი მორიელისთვის ეს დღე პატიებას და შერიგებას უკავშირდება. ფინანსური საკითხები დროებით უკანა პლანზე გადაინაცვლებს. შესაძლოა, საკუთარ თავში ისეთი რამ აღმოაჩინოთ, რაც მომავალში მნიშვნელოვანი განვითარების ბიძგს მოგცემთ. გამორიცხული არ არის, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რაიმე ახალი და საინტერესო საქმე შემოგთავაზონ.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მშვიდობით, ჩემო მეგობარო...“ - რას წერს შორენა ბეგაშვილი?

🎥 „19 წლის ასაკში მხვდა წილად ბედნიერება და ვიმღერე ზურაბ მჟავიას - აღმაშენებელი“ - თემურ თათარაშვილი

🎥 „მე ზურაბ მჟავიას ერთგული და აღტაცებული მსმენელი ვარ...“ - მარიკო კვალიაშვილი