
მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ტელეეკრანებიდან გაქრა და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ მის ყოველ გამოჩენას უამრავი ჭორი მოსდევს. მიუხედავად ამისა, შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებსა და გულშემატკივრებს პერიოდულად უზიარებს.
მოდელის პირად ცხოვრებას, არაერთი სკანდალი უკავშირდება და მის გვერდით მყოფ საყვარელ კაცზე სხვადასხვა ჭორი თუ მართალი ვრცელდება ყვითელ მედიაში.
ამჯერად შორენა ბეგაშვილი ოთხფეხა მეგობრის დაკარგვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
„პენელოპა ცისარტყელაზე გაფრინდა... 15 წლის... მშვიდობით, ჩემო მეგობარო...“, - წერს შორენა ბეგაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მე ზურაბ მჟავიას ერთგული და აღტაცებული მსმენელი ვარ...“ - მარიკო კვალიაშვილი
🎥 პროსტატის კიბო: ნიშნები, სიმპტომები, მკურნალობა - კოტე თოდუას რჩევები