Digest Logo

🎥 „აიღეთ კონვერტი, დააწერეთ თქვენი მიზანი უახლოესი სამი თვის განმავლობაში რაც გინდათ ახდეს...“ - როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ ფინანსური კეთილდღეობა მოვიზიდოთ

1729491214
ანზორ ოდიშარია

21 ოქტომბრის მმართველი პლანეტა მთვარეა. უახლოეს პერიოდში ფინანსური კეთილდღეობის მოპოვებისთვის კარგი პერიოდია, რის გამოც საშუალება გეძლევათ თქვენი სურვილები, მიზნები ჩამოწეროთ და სამყაროს უკეთესი კეთილდღეობა, სასიკეთო რესურსები მოსთხოვოთ. 

აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკომა ანზორ ოდიშარიამ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა.

„დღევანდელი დღე სიკეთის მომტანია. ხვალ რომ ბედნიერი დღე გაგვითენდეს, სამყაროს უნდა მოვთხოვოთ სასიკეთო რესურსები გაძლიერებისთვის. ითვლება, რომ ყოველი თვის 21 რიცხვი არის ტრანსფორმაციის დღე, როცა შეგვიძლია საკუთარი თავი გადავაწყოთ.

მნიშვნელოვანია, რომ ამ რიცხვს დაემთხვა ოქტომბერი, რაც ფინანსური კეთილდღეობის პერიოდია და შესაბამისად, სურვილები ფულთან დაკავშირებით, შემოსავლების ზრდა, განვითარება, გაბევრება შეიძლება იყოს ჩაფიქრებული.

აიღეთ კონვერტი, დააწერეთ თქვენი მიზანი უახლოესი სამი თვის განმავლობაში რაც გინდათ ახდეს, რეალური უნდა იყოს, შემდეგ კი განათავსეთ პირველი კუპიურა, 5 ლარი მაგალითად და ყოველდღიურად უნდა ჩაამატოთ ნებისმიერი კუპიურა. თვეში ეს ბევრი არ გამოდის, მაგრამ დაგროვების და ფულის მოზიდვის ენერგია იზრდება, სამყარო ხელს გიწყობს დაგროვებაში.

ითვლება, რომ ჩვენი ხელფასიდან 10% ყოველთვიურად უნდა გადავდოთ იმისთვის, რომ ფინანსური კეთილდღეობა მოვიზიდოთ. სამყარო მიხვდება, რომ გიყვართ ფული და გსურთ მოიზიდოთ, მსგავსი იზიდავს მსგავს და ეს კანონი მოქმედებს საოცრად.

რაც შეეხება ურთიერთობებს, ახლა არის სიტყვების და რომანტიკული ურთიერთობების პერიოდი. თუ თქვენი ემოციების, შეგრძნებების სწორ გადმოცემას მოახერხებთ, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ეს პერიოდი არის გამოხატვის, ამიტომ ვაფორმულიროთ ყველაფერი და გამოვუშვათ სამყაროში“, - ამბობს ანზორ ოდიშარია.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „დაგიბრუნდებათ ვალი, რაც დიდი ხანია გაცემული გაქვთ“ - 21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕„სანამ ბიოლოგიურ დედას შევხვდებოდი რაღაცები მოხდა, მამას დავურეკე და ვუთხარი...“ – თამუნა მუსერიძე გამომწერების კითხვებს პასუხობს

⭕„თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა...“ - ალექსანდრა პაიჭაძე წერს, რომ დავით კოდუას დაშორდა