Digest Logo

„არ დაიწყოთ რემონტი, ახალი საქმე, საბუთების გაფორმება და მათზე ხელის მოწერა“ - მაისის მთვარის „უკურსო მოძრაობა“, რჩევები და გაფრთხილება

1713775704
ასტროლოგი გიგაური

მაისის მთვარის „უკურსო მოძრაობის“ შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი რამაზ გიგაური სტატუსს აქვეყნებს და წერს რა არის და არ არის რეკომენდებული დროის ამ პერიოდში გასაკეთებლად. 

„ასტროლოგიაში ე. წ. მთვარის „უკურსო მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე - საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).

ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყლის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.

დროის ამ პერიოდებში არ არის რეკომენდებული:

* მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება;
* კომპანიის, ორგანიზაციის რეგისტრაცია;
* მოლაპარაკების წარმოება და შეთანხმების დადება;
* საბუთების გაფორმება და მათზე ხელის მოწერა;
* ახალი საქმის დაწყება;
* ფულის დაბანდება ან სესხება-გასესხება;
* სერიოზული გადაწყვეტილების მიღება;
* რემონტის დაწყება;
* მსხვილი შენაძენები.

რეკომენდებულია:

* დასვენება;
* მედიტაცია;
* ვიზუალიზაცია;
* მუსიკის მოსმენა;
* კითხვა;
* საყვარელი საქმის კეთება;
* რაღაცის მოწესრიგება, დასუფთავება“, - წერს რამაზ გიგაური. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„გაქვთ საუკეთესო პერიოდი, ასეთი რამე 14 წელიწადში ერთხელ ხდება“ - ზოდიაქოს 12-ვე ნიშნის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

⭕„თვალის აღების ალბათობა არის მაღალი... თუ სასწრაფო ოპერაცია არ გაქვთ დაგეგმილი, არ ჩაიტაროთ, ეს პერიოდი გაიარეთ მშვიდად“ - მიხეილ ცაგარელი

⭕„მაისში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება საკმაოდ „ცხელი“ იქნება“- რამაზ გიგაურის პროგნოზი