Digest Logo

„არ გაასესხოთ და არც ისესხოთ ფული, ეცადეთ დღე მშვიდად გაატაროთ“ - 18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1771359848
ჰოროსკოპი   '

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 18 თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს:

🔮 ჰოროსკოპი 18 თებერვლისთვის

🌝 მთვარის დღე: 1 / 2 🌒

ფაზა: მზარდი მთვარე თევზებში

♈️ ვერძი დღეს მოგინდებათ დასვენება ან მარტო მუშაობა, რომ არავინ შეგაწუხოთ. ეს აუცილებელი პაუზის პერიოდია. შეიძლება გაიგოთ ვიღაცის საიდუმლო ან სხვებმა გაიგონ თქვენი. ურთიერთობებში ფრთხილად იყავით — მოტყუების რისკია. ფული შეინახეთ თქვენთან და დიდი შესყიდვები გადადეთ.

♉️ კურო შეიძლება მეგობართან ურთიერთობა დაიძაბოს. დღეს არ გაასესხოთ და არც ისესხოთ ფული. ეცადეთ დღე მშვიდად გაატაროთ. მოსალოდნელია გაუგებრობა ან კონფლიქტი. მოერიდეთ საზოგადოებრივ ღონისძიებებს და ახალ ნაცნობობას, განსაკუთრებით ონლაინში.

♊️ ტყუპები ყურადღება სახლსა და სამუშაოზე გადანაწილდება საქმეები ბევრია ორივეგან. მოგიწევთ ბალანსის პოვნა, რომ ახლობლებიც კმაყოფილი იყვნენ და საქმეც არ დაზარალდეს. შესაძლებელია მნიშვნელოვანი, ბედისწერითი მოვლენა. ყურადღება მიაქციეთ უფროს ნათესავებს.

♋️ კირჩხიბი დღე კარგია შეხედულებების გადასახედად. შეიძლება შეიცვალოთ პოზიცია და მიხვდეთ, რომ ზოგი პრინციპი წინსვლას გიშლით. ვინმე ჩაეწერება საინტერესო კურსზე ან დაიწყებს წიგნის კითხვას, რომელიც ცნობიერებას გააფართოებს. კარგი დღეა განხილვებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

♌️ ლომი დღეს ფინანსური საკითხების გადაწყვეტა მოგიწევთ. შესაძლოა დახუროთ ვალი ან სესხი. თუმცა თავად ფულის სესხება და დიდი შესყიდვები არ არის სასურველი. დღე მშვიდად გაატარეთ და ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. შესაძლებელია მოვლენები, რომლებიც ცვლილებებს მოიტანს.

♍️ ქალწული პარტნიორთან შეიძლება სერიოზული საუბარი გაიმართოს. ბევრს თქვენი დახმარება დასჭირდება, თუმცა ყველას ფიზიკურად ვერ დაეხმარებით სწორად გადაანაწილეთ პრიორიტეტები. შეიძლება ვინმე დამატებითი პასუხისმგებლობის დაკისრებას ეცადოს. დიპლომატიურად უარი თქვით და დასვენებაზეც იფიქრეთ.

♎️ სასწორი დაიცავით ენერგია და იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. თუ სიმპტომები გაწუხებთ — მიმართეთ ექიმს, თვითმკურნალობა არ ღირს. ვინმემ შეიძლება გადაწყვიტოს სამსახურის დატოვება ან შეიცვალოს სამუშაო პირობები. ეცადეთ ახალი საქმეები არ დაიწყოთ და მიმდინარეებზე კონცენტრირდეთ.

♏️ მორიელი დღეს განწყობა დაბალი იქნება. ზოგს მოუწევს ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. საყვარელ ადამიანთან შესაძლებელია უსიამოვნო საუბარი. დღე არ არის კარგი ნაცნობობისა და პაემნებისთვის. რაც უფრო მშვიდად გაატარებთ, მით უკეთესი.

♐️ მშვილდოსანი დღის მოვლენები ოჯახს შეეხება. შესაძლოა დასრულდეს რემონტი, დაბრუნდეთ სახლში ან დასრულდეს რაიმე ოჯახური საქმე — კამათი, გაუგებრობა, რომანი ან დიდი დასუფთავება. იყავით მეტად მოთმინებიანი ახლობლების მიმართ.

♑️ თხის რქა ენერგია ბევრი იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტისთვის დღე საუკეთესო არ არის. კომუნიკაციაში იყავით უფრო თავაზიანი. დრო დაუთმეთ სპორტს ან ფიზიკურ აქტივობას, რომ შინაგანი დაძაბულობა არ დაგიგროვდეთ. ინტელექტუალური სამუშაო ნაკლებად პროდუქტიულია.

♒️ მერწყული სახლში შესაძლებელია მოულოდნელი მოვლენები — სტუმრები, ამბები ან საჩუქრები. კარგი დროა ბიუჯეტის დაგეგმვისთვის და საყიდლების სიის შედგენისთვის. თუ დიეტის დაწყება გინდოდათ — შესაფერისი დღეა. ზოგმა შეიძლება კვება გადახედოს და გარკვეული პროდუქტები გამორიცხოს.

♓️ თევზები კარგი დღეა საკუთარ საქმეებზე მარტოობაში კონცენტრირებისთვის. კოლექტიური მუშაობა ნაკლებად სასურველია — შესაძლებელია გაუგებრობები. ზოგს შეიძლება დაქვეითებული განწყობა ჰქონდეს და ძალით იმუშაოს. ხელსაყრელია იოგის დაწყება, ხატვა ან ბუნებაში სეირნობა, განსაკუთრებით ტყეში“, - წერს თაკო მელიქიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ დაოჯახდა მაყვალა ჩიხლაძე? - „არ შეიძლებოდა ერთად არ ვყოფილიყავით...“

🎥 როგორ გაიცნეს ერთმანეთი არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეებმა და როგორ შეიქმნა მათი დუეტი

🎥 „გამოდიოდა სახლიდან, იკარგებოდა და პატრული გვირეკავდა, მოდით, წაიყვანეთო“ - რატომ აკრიტიკებდნენ არჩილ ჩიხლაძის მძიმე მდგომარეობის გამო მანანა ჩიხლაძეს