Digest Logo

🎥 რატომ დაოჯახდა მაყვალა ჩიხლაძე? - „არ შეიძლებოდა ერთად არ ვყოფილიყავით...“

1771358583
 მაყვალა ჩიხლაძე

მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები - ცნობილი დუეტი საბჭოთა და ქართულ ესტრადაზე, დუეტი შედგებოდა არჩილ ჩიხლაძისა და მაყვალა ბოტკოველის მონაწილეობით.

შეიქმნა 1964 წელს არჩილ ჩიხლაძის ხელმძღვანელობით. რამდენიმე წლის შემდეგ არჩილი და მაყვალა დაოჯახდნენ და მათ დუეტს „ჩიხლაძეები“ ეწოდა. ისინი იყვნენ პირველი შემსრულებლები ისეთი ცნობილი სიმღერების, როგორებიცაა: „კართან მოდგა შემოდგომა“, „სიჭაბუკე“, „წლები გარბიან“, „ვინც ამ გოგოს გააცინებს“, „ოსური სატრფიალო“ და სხვა. 

მაყვალა ჩიხლაძე გადაცემის სიცრუის დეტექტორის სტუმარი იყო, სადაც ქორწინების მიზეზზე ისაუბრა:

„თავიდან მოწონება იყო, რეპეტიციების დროს. რუსეთში ეს მოწონება დავაგვირგვინეთ და შევქმენით ოჯახი. 

სიმღერა ისე კარგად გამოგვდიოდა მე და არჩილს, არ შეიძლებოდა ერთად არ ვყოფილიყავით. შეიძლება რომ არ დავქორწინებულიყავით, დავშლილიყავით. შევრჩით ერთმანეთს, სულ გასტროლებზე ვიყავით. 

თავმდაბლები ვიყავით, ვარსკვლავურად თავი არასდროს გვიგრძნია, თუმცა ქუჩაში ყველა გვცნობდა“, - ამბობს მაყვალა ჩიხლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ გაიცნეს ერთმანეთი არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეებმა და როგორ შეიქმნა მათი დუეტი

🎥 „გამოდიოდა სახლიდან, იკარგებოდა და პატრული გვირეკავდა, მოდით, წაიყვანეთო“ - რატომ აკრიტიკებდნენ არჩილ ჩიხლაძის მძიმე მდგომარეობის გამო მანანა ჩიხლაძეს

5 საკვები, რომლებიც მდიდარია ვიტამინებით და სასარგებლოა გამომშრალი კანისთვის