Digest Logo

არსებობს თუ არა ურთიერთობა, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს - ასტროლოგის სასარგებლო რჩევები კარმულ ურთიერთობებზე

1767625440
სოფია ბზეკალავა

ასტროლოგი სოფიო ბზეკალავა პოდკასტის „სტუმრად ანნასთან“  სტუმარი იყო, სადაც კარმულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველანაირი ურთიერთობა, რასაც სერიოზული შედეგი აქვს, არის კარმული.

გარდა ამისა, ასტროლოგი ამბობს, რომ თუ ურთიერთობა იწყება მუცელში პეპლებით, არ არის სიყვარული, ეს არის კარმული პარტნიორი, რომელმაც აუცილებლად უნდა გასწავლოს საკუთარი თავის სიყვარული, მიღება და პატიება.

სოფიო ბზეკალავამ იმ კარმულ ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს:  

„კი, არის ისეთი ურთიერთობები, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს. არსებობს კომბინაციები, თუნდაც ნუმეროლოგიურად, თავსებადობის რიცხვი თუ ჯდება წყვილში, ეს ხალხი ამ ინკარნაციაში იმიტომ ხვდებიან, რომ უნდა მოხდეს ფინალიზაცია. ეს შეიძლება სხვადასხვანაირად მოხდეს. 

მაგალითად: დასრულდეს იმიტომ, რომ ერთი გარდაიცვალა, ან ამოწურეს საკუთარი თავი და მშვიდობიანად დაიშალონ. 

კარმული ურთიერთობის პრინციპი არ არის ის, რომ ურთიერთობა დავასრულოთ, არამედ დავასრულოთ კარმა! ბევრი ინკარნაციის აგრესია, შური, ბრძოლა ძალაუფლებისთვის. კარმა არის, რომ მიიღო შენი პარტნიორი ისეთი, როგორიც არის და არ სცადო მისი გადაკეთება, უნდა გქონდეს მიმღებლობა, არ უნდა გამოძერწო. 

კარმული ურთიერთობის პრობლემა არის, რომ შენ მე დამპირდი და არ გააკეთე. მუდმივი მევალეობაა, შენ ვალდებული იყავი და არ მოიქეცი, მე ვალდებული ვიყავი და ეს არ გავაკეთე, აქედან ხდება კარმული კვანძის გამოკვრა. ამიტომ თუ გსურთ დაასრულოთ კარმული ურთიერთობა, შეცვალეთ ხედვა! ურთიერთობაში ყოველთვის უნდა გქონდეთ პოზიცია - „მე“. 

ძირითადად, ადამიანებს კიდევ ერთი მიზეზის გამო უჭირთ ურთიერთობა. ერთია, რომ წინა ინკარნაციის ფესვები აქვს და მეორეა როცა შენ იბადები, იწყება გადაწერა სცენარის. ნებისმიერი ადამიანი, მაგალითად ქალი, მტკივნეულ ურთიერთობაში შედის მაშინ, როდესაც დედასთან ურთიერთობა არსებობს პრობლემური. ბავშვობიდან შეგრძნება, რომ დედა წავიდა, ემოციურად მიუწვდომელი იყო.

მეტსაც გეტყვით, შეიძლება ისტორია დაწყებული იყოს მუცლად ყოფნის პერიოდში, როდესაც შენ არასასურველი ბავშვი ხარ, ან გოგო იბადები და ბიჭი უნდათ, ან დედა არ გრძნობს თავს წყვილში დაცულად, არ უნდოდა მამა, მოიტაცეს და აგრესია აქვს მამას მიმართ, ეს ბავშვს გადმოეცემა როგორც ნორმა“, - ამბობს სოფიო ბზეკალავა. 

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=uRJqXUUGMQY&t=4283s

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა არის კარმული კავშირი ასტროლოგიაში და რა განსაზღვრავს წყვილის სიყვარულს - სოფიო ბზეკალავას განმარტება

„დედამიწაზე არასდროს ყოფილა დემოკრატია და რა სახითაც ახლოვდება ეს უკანასკნელი, უბრალოდ ფარსი და დამღუპველია“ - გიორგი ლობჯანიძე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე

„მსოფლიო მოვლენები უკვე დაძაბულია და პროცესები მთელი სისწრაფით ვითარდება...“ - როგორია მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი