Digest Logo

🎥 რა არის კარმული კავშირი ასტროლოგიაში და რა განსაზღვრავს წყვილის სიყვარულს - სოფიო ბზეკალავას განმარტება

1767624446
სოფია ბზეკალავა

ასტროლოგი სოფიო ბზეკალავა პოდკასტის „სტუმრად ანნასთან“  სტუმარი იყო, სადაც კარმულ ურთიერთობებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ყველანაირი ურთიერთობა, რასაც სერიოზული შედეგი აქვს, არის კარმული. 

გარდა ამისა, ასტროლოგი ამბობს, რომ თუ ურთიერთობა იწყება მუცელში პეპლებით, არ არის სიყვარული, ეს არის კარმული პარტნიორი, რომელმაც აუცილებლად უნდა გასწავლოს საკუთარი თავის სიყვარული, მიღება და პატიება. 

👇წაიკითხეთ, რა არის კარმული კავშირი ასტროლოგიაში და რა განსაზღვრავს წყვილის სიყვარულს:

„ასტროლოგიური გადასახედიდან, ყველა წყვილი არის კარმული. ნებისმიერი ურთიერთობა ითვლება, რომ არის კარმული. კარმული ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს მშობელთან, შვილთან, უფროსთან, მეგობართან, ნებისმიერი რეზონანსული ურთიერთობა, რაც კვალს ტოვებს - არის კარმული. 

ქიმია ჩნდება იმიტომ, რომ კარმა არსებობს, თუ წყვილზე ვსაუბრობთ. 

კარმულ ურთიერთობას სამი მთავარი კომპონენტი აქვს, აჩქარება დროში, გადაცხოვრება ერთად და საერთო შვილის თემა, ხანდახან დაუგეგმავი, ხანდახან არ უჩნდებათ შვილი და ასე იცდება მათი ურთიერთობა. 

კარმული ურთიერთობის პრინციპი ინკარნაციის პრინციპიდან მოდის. თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი წინა ინკარნაციაში და-ძმა იყავით, აქედან ჩამოყალიბდება კარმული კვანძი, რაც ნიშნავს, რომ ორივემ ცალ-ცალკე ერთმანეთს ვერ აპატია. უმეტეს შემთხვევაში, კარმულ ურთიერთობებში იწყება პეპლები, რაც სიყვარული არ არის. სიყვარული არის ის, როცა შენი ორგანიზმი მის გვერდით თავს მშვიდად გრძნობს, არ გაქვს სურვილი „ტიპობდე“.

ნებისმიერი კარმული პარტნიორი გასწავლის, რომ არავინ არავის წინაშე ვალდებული არ არის, ნებისმიერ ადამიანს მოეთხოვება დაეყრდნოს თავის ემოციურ ხერხემალს. სამწუხაროდ, 99% ადამიანებისა არ გვაქვს საკუთარი თავის სიყვარული. 

მთავარი პრინციპია შეცდომის გააზრება და პატიება. ყველაფერი მიდის საბოლოოდ სიყვარულამდე და უპირობო მიღებამდე“, - ამბობს სოფიო ბზეკალავა. 

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=uRJqXUUGMQY&t=4283s

 ასევე დაგაინტერესებთ:

„დედამიწაზე არასდროს ყოფილა დემოკრატია და რა სახითაც ახლოვდება ეს უკანასკნელი, უბრალოდ ფარსი და დამღუპველია“ - გიორგი ლობჯანიძე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე

„მსოფლიო მოვლენები უკვე დაძაბულია და პროცესები მთელი სისწრაფით ვითარდება...“ - როგორია მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი

⭕ ახალი შესაძლებლობები, კარგი ფინანსური პერსპექტივები და ცვლილებები რომანტიკულ ურთიერთობებში - როგორი იქნება 5-11 იანვრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის