„ციგუნი არის ჰოლისტიკური ჯანმრთელობის საწინდარი, რაც ნიშნავს - ფიზიკურ, გონებრივ, ემოციურ, ენერგეტიკულ და სულიერ სიჯანსაღეს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჰოლისტიკური მენტორი, ენერგოპრაქტიკების ტრენერი თეკო ჯაფარიძე წერს.
მისი თქმით, არსებობს უხილავი პროცესები, რომლებიც ნელ-ნელა ანადგურებს სასიცოცხლო ენერგიას და სიხარულის შეგრძნებას. ციგუნის ხედვით, ეს პროცესები მხოლოდ ფსიქოლოგიური არ არის – არამედ ენერგეტიკულია:
„რას ნიშნავს თვითგანადგურება და რატომ არის მნიშვნელოვანი ციგუნის პრაქტიკა.
არსებობს უხილავი პროცესები, რომლებიც ნელ-ნელა ანადგურებს სასიცოცხლო ენერგიას და სიხარულის შეგრძნებას. ციგუნის ხედვით, ეს პროცესები მხოლოდ ფსიქოლოგიური არ არის – არამედ ენერგეტიკულია.
როცა ჩვენ ვცხოვრობთ მუდმივ სტრესში, შიშში, ბრაზსა, დანაშაულის შეგრძნებასა და თვითკრიტიკაში, ჩვენი სასიცოცხლო ენერგია (ცი) იწყებს დაბლოკვას. ენერგია აღარ მიედინება ბუნებრივად და იქმნება „შენახული“ დაძაბულობა/დაჭიმულობა ორგანოებში, სუნთქვაში, მოძრაობაში. სწორედ ესაა თვითგანადგურების ენერგია: ჩვენ თვითონ, არაცნობიერად, ვასუსტებთ ჩვენს სასიცოცხლო ენერგიას, რაც დროთა განმავლობაში გარდაიქმნება ტკივილებად და დაავადებებად.
ციგუნი გვასწავლის, რომ თვითგანადგურების შეჩერება იწყება შეგნებით. როცა ვამჩნევთ, რომ ჩვენი ფიქრები და ემოციები გვაშორებს სიცოცხლის ძალას, შეგვიძლია შეგნებულად დავუბრუნოთ ენერგიის ნაკადი ბუნებრივ მდგომარეობას – სუნთქვის, მოძრაობის და ცნობიერების განვითარების საშუალებით.
ციგუნის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად თვითგანადგურების ენერგია გარდაიქმნება თვითშემეცნების და განვითარების ენერგიად.
როცა ყოველდღე რამდენიმე წუთს ვუთმობთ ციგუნის პრაქტიკას – ღრმა სუნთქვას, რბილ მოძრაობებს, შინაგანი ორგანოების ღიმილს – ჩვენ ვარღვევთ ძველ ტოქსინებს და ვაძლევთ ენერგიას სხეულს, გონებას და სულს ახალ, სუფთა ენერგიას.
ციგუნის მუდამ გვახსენებს, რომ ჩვენი სხეული არის ენერგიის ბაღი. თუ ვრწყავთ შიშით, ბრაზით და თვითკრიტიკით, ის ნელ-ნელა ჭკნება. თუ ვრწყავთ სიყვარულით, სუნთქვით და ცნობიერებით – ის ყვავის და ქმნის სიცოცხლეს.
ციგუნი არის ჰოლისტიკური ჯანმრთელობის საწინდარი, რაც ნიშნავს - ფიზიკურ, გონებრივ, ემოციურ, ენერგეტიკულ და სულიერ სიჯანსაღეს. თუკი რომელიმე ერთი აკლია ამ ხუთიდან, ჯანმრთელობა არ არის სრულყოფილი“, - წერს თეკო ჯაფარიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: