Digest Logo

🎥 „აურის დაბინძურების, თვალის აღების ალბათობაა მაღალი, ფრთხილად იყავით ხალხის მასებთან“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური ტენდენციები

1729494990
მიხეილ ცაგარელი

21-22 ოქტომბერს სასიკეთო ტენდენციებია მოსალოდნელი, რასაც ვერ ვიტყვით ოთხშაბათის შემდგომ პერიოდზე, რადგან 23 რიცხვში მზე ტოვებს სასწორის ზოდიაქოს და გადადის 1 თვით მორიელის ნიშანში. 

აღნიშნული ასტროლოგიური მოვლენის გამო მოსალოდნელია აგრესიის მომატება, თუმცა გვაქვს დადებითი აქცენტებიც, როგორიცაა დისციპლინა, შეუპოვრობა, მოთმინება და ნებისყოფის გაძლიერება. 

როგორია კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი - ამაზე გადაცემაში „იმედის დილა“ ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა.

„ყურადღება მიაქციეთ რა ხდება ცის კაბადონზე. 23 რიცხვი გარდამტეხია, მზე ტოვებს სასწორს და გადადის ბობოქარ მორიელში. ადამიანებში მოიმატებს აგრესია, აქვე ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მოთმინება, ნებისყოფა, ინტუიცია, ინტერესები, მაგრამ მოიმატებს ასევე სიჯიუტე, ეჭვიანობა, სარკასტული, გესლიანი გამოთქმები, პირდაპირობა. 

გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე, ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ადამიანებს, ვისაც გული, წნევა, ფსიქოლოგიური სირთულეები აქვთ. 

ხვალ და ზეგ აურის დაბინძურების, თვალის აღების ალბათობაა მაღალი, ფრთხილად იყავით ხალხის მასებთან.

ოთხშაბათს მიიღებთ ინფორმაციას, რასაც უმნიშვნელოდ ჩათვლით, თუმცა მოგვიანებით ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. 

ზოდიაქოს ნიშნების პერსპექტივები 23 რიცხვამდე კარგია, გამოიყენეთ ეს დღეები მაქსიმალურად. 

სამშაბათს და ოთხშაბათს მორიელები, ქალწულები, თევზები მშვიდად იგრძნობთ თავს, შინაგანი სიმშვიდე შემოვა, მაგრამ ისეთ ნიშანს, როგორიცაა კირჩხიბი, კურო, მერწყული, სასწორი - სჭირდებათ კარგი გამოძინება, წინააღმდეგ შემთხვევაში ტვინი იმუშავებს ცუდად და შეცდომებს დაუშვებთ. 

მნიშვნელოვანი საკითხები ამ ორ დღეში მოაგვარეთ, ოთხშაბათიდან მაღალია შეცდომების დაშვების, კონფლიქტების, აგრესიის, პროვოკაციების ალბათობა, აკონტროლეთ ემოციები“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ შევინარჩუნოთ სახლში სითბო გათბობის ჩართვის გარეშე - რჩევები საერთაშორისო ექსპერტებისგან

🎥 „უნდა გაუძლოთ გარკვეულ ენერგეტიკულ წნეხს, გარემო მოახდენს ზემოქმედებას“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

🎥 „აიღეთ კონვერტი, დააწერეთ თქვენი მიზანი უახლოესი სამი თვის განმავლობაში რაც გინდათ ახდეს...“ - როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ ფინანსური კეთილდღეობა მოვიზიდოთ