Digest Logo

🎥 „უნდა გაუძლოთ გარკვეულ ენერგეტიკულ წნეხს, გარემო მოახდენს ზემოქმედებას“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

1729492684
ანზორ ოდიშარია

„ზოგადი კვირის ტენდენცია პოზიტიურია, თუმცა ენერგია არ არის ისეთი, როგორიც გვინდა, ეს ამინდსაც ეტყობა, მაგრამ თუ ადამიანი თავისი გადაწყვეტილებით გამარჯვებისკენაა მიმართული, ის შეძლებს იყოს გამარჯვებული.  დამაფიქრებელი კვირაა, შექმნილი რეალობა  ხელს გიწყობთ შეძლოთ საკუთარი თავის და რეალობის სწორი აღქმა და სწორად გააკეთოთ არჩევანი. შინაგანად განავითარეთ გამარჯვების ინსტინქტი და არა დამარცხებულის“, - ამის შესახებ ატროლოგმა, ეზოტერიკოსმა და ნუმეროლოგმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა“ ისაუბრა და საზოგადოებას მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ აცნობა.

ვერძი - კვირის მანძილზე უნდა გაუძლოთ გარკვეულ ენერგეტიკულ წნეხს, გარემო მოახდენს ზემოქმედებას. მთავარია თავი არ დახაროთ, მაგრამ არც კონფლიქტებში არ შეხვიდეთ. 

ლომი - ძალიან მნიშვნელოვანია პერიოდის განმავლობაში ძლიერი მუხტი შეინარჩუნოთ. გაიღვიძეთ რაც შეიძლება ადრე, რადგან რაც უფრო მეტ ენერგეტიკულ რესურსს გამოიმუშავებთ, უფრო მეტს ჩადებთ საქმეში. გაქვთ პოზიტიური ტენდენციები.

მშვილდოსანი - სასიკეთო პერიოდია პარტნიორული ურთიერთობების მხრივ, ეს შეიძლება იყოს სასიყვარულო, საქმიანი, იქნება სამეგობრო წრიდან შეთავაზებები. 

კურო - მნიშვნელოვანია მინიმუმამდე დაიყვანოთ ენერგეტიკული და ფინანსური ხარჯი. საკუთარი თავის კომფორტზე უნდა იყოთ უზრუნველყოფილი და მნიშვნელოვანი ძვრები, შენაძენები არ არის სასურველი. 

ეს ყველაფერი მოქმედებს ქალწულებზეც. პერიოდი კარგია კარიერული წინსვლისთვის. შეიძლება თქვათ, რომ ნოემბრის დასაწყისში ყველაფერი იქნება ხილული, ყველაფერს განავითარებთ. 

თხის რქა - ნელ-ნელა ყველაფერი სწორდება, გჭირდებათ ენერგეტიკა, რომ დაიხვეწოთ. 

ჰაერის ნიშნებისთვის სასიკეთო პერიოდია.  ტყუპებს სჭირდებათ პოზიციების დაცვა, გარემოს პროვოკაციებს არ აჰყვეთ, თქვენი ენერგეტიკული მაჩვენებლები დაიცავით.

სასწორი - თავშეკავება გჭირდებათ, განსაკუთრებით გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნაკლებად მიიღეთ ნივთიერებები, რაც თქვენს ფსიქიკაზე ახდენს გავლენას. თავი შეიკავეთ განსაკუთრებული წამოწყებებისგან.

მერწყული - ენერგია ისევ ფეთქებადი, არამდგრადია. შანსებს იძლევა სამყარო, მაგრამ არ არ გეხმარება რომ განავითარო. საჭიროა შანსებს ჩაებღაუჭოთ და ფორმა მისცეთ. 

წყლის ნიშნები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ პერიოდში. კირჩხიბისთვის სასიკეთოდ მნიშვნელოვანი პერიოდია. მნიშვნელოვანია ემოციური გადაფასება. ძალა, წარმატება მოდის, გჭირდებათ იცოდეთ რა რეალობა გექნებათ. 

მორიელი - პერიოდი სასიკეთოა, მოდის მზე. კანის, ტყავის გამოცვლა ხდება, შესაბამისად ძველი უნდა დატოვოთ წარსულში და დაიწყოთ ახალი. გადააფასეთ ყველაფერი.

თევზები - პერიოდი სასიკეთოა, ხვდებით სად უნდა გეშინოდეთ და სად არა, რა ძალაა თქვენში ამას გაიგებთ. წარმატებასაც იზეიმებთ. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „აიღეთ კონვერტი, დააწერეთ თქვენი მიზანი უახლოესი სამი თვის განმავლობაში რაც გინდათ ახდეს...“ - როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ ფინანსური კეთილდღეობა მოვიზიდოთ

🎥 „დაგიბრუნდებათ ვალი, რაც დიდი ხანია გაცემული გაქვთ“ - 21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕„სანამ ბიოლოგიურ დედას შევხვდებოდი რაღაცები მოხდა, მამას დავურეკე და ვუთხარი...“ – თამუნა მუსერიძე გამომწერების კითხვებს პასუხობს