
ჯერჯერობით მზიანი დღეებია, მაგრამ სუსხი უკვე იგრძნობა. ტემპერატურამ კლება დაიწყო, ზამთარი ნელ-ნელა გვიახლოვდება, თუმცა სანამ გამათბობლის ჩართვას დაიწყებთ, შეგიძლიათ ის რჩევები გაითვალისწინოთ, რომელიც „დილა მშვიდობისა საქართველომ“ საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით საზოგადოებას გაუზიარა.
- გამოიყენეთ სწორი ტიპის საბანი - არსებობს საბნის შიგთავსის ორი ტიპი - სინთეზური და ბუნებრივი, თქვენ არჩევანი უნდა შეაჩეროთ ბუნებრივზე, როგორიცაა მატყლი. ის კარგად იკავებს ჰაერს, ღამის განმავლობაში ტემპერატურას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს.
- ჩამოკიდეთ სქელი ფარდები - თერმული და სქელი ტიპის ფარდა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ სახლში სასიამოვნო ტემპერატურა შენარჩუნდეს. დღის განმავლობაში შემოუშვით მზის სხივები.
- ხალიჩა - მეტლახი სითბოს ვერ ინარჩუნებს, შესაბამისად პრობლემას ხალიჩით გადაჭრით, რაც დამატებითი სითბოს დამატებითი ფენის შექმნაში დაგეხმარებათ.
- აკონტროლეთ ოთახებში არსებული ტემპერატურა - იმისთვის, რომ სახლის აქტიური ნაწილი მარტივად გაათბოთ, დახურეთ გამოუყენებელი ოთახების ნაწილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: