„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტაა მერკური. გვაქვს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა, შესაძლოა ენერგეტიკულად დაძაბული დღე იყოს, მაგრამ შეგვიძლია ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ, დავასრულოთ ყველაფერი ის, რისი დასრულებაც გვინდა და დავიწყოთ მზადება ახალი ნაბიჯების გადასადგმელად“, - ამის შესახებ ეზოტერიკოსმა და ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
♈ ვერძი
იყავით მაქსიმალურად ფრთხილად, არ გარისკოთ და დაუფიქრებელი ნაბიჯები არ გადადგათ. ეცადეთ თქვენი ენერგია მწყობრში და ჰარმონიაში მოიყვანოთ. დაასრულეთ ის რისი დასრულებაც გინდათ, რათა დაიწყოთ ახალი საქმე.
♉კურო
სასურველი არ არის რისკი,დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა განსაკუთრებით ფინანსური მიმართულებით. იყავით დაკვირვებულები. მანიპულაციის განხორციელებისგან თავი შეიკავეთ.
♊ ტყუპები
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოთმინება და თავშეკავებულობა. ეცადეთ, რომ ყურადღება მიაქციოთ იმას, რას ამბობთ და როგორ. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
♋ კირჩხიბი
მაქსიმალურად ეცადეთ არავის აწყენინოთ, წადით კომპრომისებზე. ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი ემოციები და ქმედებები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
♌ ლომი
საკმაოდ დაძაბული დღე გელოდებათ, რადგან ძალიან ბევრი საქმე გექნებათ გასაკეთებელი. მოულოდნელად შეიცვლება გარემოებები და მოგიწევთ ქალაქგარეთ წასვლა, ამიტომ გზებზე განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ.
♍ ქალწული
დღე მნიშვნელოვანია ინფორმაციული კუთხით. გაიგებთ საიდუმლოებებს, რასაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გიმალავდნენ, რის გამოც პრობლემებიც შეგქმნიათ. საბოლოოდ მოახერხებთ სწორად დაალაგოთ ახალი ინფორმაცია, რასაც მიიღებთ.
♎ სასწორი
გამოავლინეთ რეალური სურვილები. კარგი ინება ძველს გაუშვებთ, იმას რაც გაწუხებთ. რეალურად შეხედეთ არსებულ გარემოს და გადადგით წარმატებული ნაბიჯები.
♏ მორიელი
არ აჰყვეთ წამიერ სურვილებს. არ იმოქმედოთ ისე, რასაც გული იმ მომენტში გიკარნახებთ. დაფიქრდით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილებები. შორს დაიჭირეთ თავი იმ ადამიანებისგან, ვინც თქვენზე ნეგატიურად ფიქრობენ.
♐ მშვილდოსანი
დღე ნეიტრალურია. სასურველი არ არის ახალი პასუხისმგებლობების აღება და მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმა. ეცადეთ მაქსიმალურად ნეიტრალურ და მშვიდ გარემოში გაატაროთ დღე.
♑ თხის რქა
სიფრთხილე გმართებთ საქმიან მიმართულებაში. არ არის სასურველი გარისკვა, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. გადადეთ და თავი შეიკავეთ, რადგან შეცდომებს დაუშვებთ.
♒ მერწყული
ეცადეთ, რომ დღე მშვიდად გაატაროთ. ახალგაცნობილ ადამიანებთან ნუ გაატარებთ დღეს, პირიქით ახლობლებს დაუთმეთ დრო.
♓ თევზები
დაბნელება თქვენზე იმოქმედებს ყველაზე მეტად. მოგიწევთ ემოციების კონტროლი, სიმშვიდის შენარჩუნება. უმჯობესია მშვიდ გარემოში დროის გატარება. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს და ყურადღებით იყავით თქვენს რეპუტაციასთან.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ მოქმედებს მარიხუანა ადამიანის ტვინსა და ნერვულ სისტემაზე?! - ზაზა თელიას განმარტება