
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 21 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
„ჰოროსკოპი 21 აგვისტოსთვის
მთვარის დღე — 27 / 28
ფაზა — კლებადი მთვარე ლომში
ვერძი — პროდუქტიული დღეა. დაიწყეთ ბრძოლა ცუდ ჩვევებთან.
კურო — წვრილმანები გაგაღიზიანებთ. ეძებეთ პოზიტიური მხარდაჭერა.
ტყუპები — საქმე გადაიტანეთ სხვა დღეზე, დრო ოჯახს დაუთმეთ.
კირჩხიბი — შესაძლებელია გავლენიანი ნაცნობობა. სამსახურში სტაბილურობა.
ლომი — მეგობრებთან შეხვედრა წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა, დაბრუნდეს ყოფილი.
ქალწული — იპოვეთ ბალანსი საქმესა და დასვენებას შორის. ემოციები აკონტროლეთ.
სასწორი — პირველ ნაბიჯს თავად გადადგამთ. სჯობს დრო ოჯახს დაუთმოთ.
მორიელი — ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ სახლში ტემპი შეამცირეთ.
მშვილდოსანი — შესაძლებელია რომანი სამსახურში. ოჯახში — ბევრი ყოფითი საქმე.
თხის რქა — ნუ გადაიღლით თავს. დასვენება აუცილებელია.
მერწყული — დაიწყეთ ოცნებების ახდენა, დრო არ დაგვიანებულა.
თევზები — რაც უფრო მეტს იმუშავებთ, მეტი სარგებელი მოგივათ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ვინც თავის სიმართლეში მყარად დგას, სხვას კი არ ჩაგრავს - უსმენს...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე
⭕ „საცოდაობა ტრიალებს...“ - ქობულეთში მძიმე ავარიაში დაღუპული ოთხივე ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია