Digest Logo

„ვინც თავის სიმართლეში მყარად დგას, სხვას კი არ ჩაგრავს - უსმენს...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

1755720472
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებაში განსხვავებულ აზრზე საუბრობს:

„სუფთა ფსიქოლოგიურ გაუცნობიერებელ საფეხურზე, ხშირად, ადამიანები ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს არა იმიტომ, რომ ის აზრი „ცუდია“, არამედ, იმიტომ, რომ თავად ვერ უძლებენ საკუთარ შიშს - შიშს იმისა, რომ შეიძლება თავიანთი სიმართლე ერთადერთი არ იყოს.

ვისაც ნამდვილად სჯერა საკუთარი სიმართლის, მას არ სჭირდება ჩხუბი, დამცირება ან ბულინგი. სიმართლე ხმამაღალი ყვირილით კი არა, სიმშვიდით ძლიერდება.

სხვისი განსხვავებულობის ჩახშობა იმას ჰგავს, თითქოს ცას ვუბრძანოთ, რომ მხოლოდ ერთი ვარსკვლავი ანათებდეს.

ვინც თავის სიმართლეში მყარად დგას, სხვას კი არ ჩაგრავს - უსმენს. რადგან იცის უცხო აზრი მის სიმართლეს ვერ დაანგრევს.

ბუნებრივია, არის შემთხვევები, როცა სიმართლისთვის ბრძოლაც აუცილებელია, მაგრამ ისეთ გადაგვარებულ დროში, რასაც დღევანდელობა ჰქვია, სადაც მრავალი სიყვარულს იფიცებს, მაგრამ მათში სიყალბეა, ვიღებთ სწორად იმ რეალობას, რომელსაც ვხედავთ და ზუსტად ის ხალხი ესვრის სხვას ქვას, ვინც ამ ნიღბით მოძრაობს.

საყოველთაო გადაგვარების და ანომალიური ფსიქოზების პერიოდს გავდივართ, შესაბამისად, ამჟამინდელობაში ჭეშმარიტად ადამიანური სახის შენარჩუნებაა უკვე გმირობა.

და კიდევ: ერთადერთი ვისი დაკარგვისაც უნდა გეშინოდეს, ეს საკუთარი თავია.

თავის დაკარგვით ყველაფერს კარგავ, ხოლო ვინც არ გაფასებს იმის დაკარგვით - დიდს არაფერს“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „საცოდაობა ტრიალებს...“ - ქობულეთში მძიმე ავარიაში დაღუპული ოთხივე ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია

🎥 „თავი საშინელ კოშმარში მგონია...“ - ცნობილია კიდევ ერთი ახალგაზრდის ვინაობა, რომელიც ქობულეთში ავარიას ემსხვერპლა

🎥 „დედისერთა იყო...“ - ქობულეთში, უმძიმეს ავარიაში დაღუპულის ვინაობა ცნობილია