Digest Logo

🎥 „საგანგებო ვითარებაა სამყაროში, დედამიწა ნულოვანი ზონიდან -30-ზეა ჩასული“ - კარმული გამოცდის დღე, სურვილების ჩაფიქრება და კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

1750061434
 მიხეილ ცაგარელი

„დაიწყო ურთულესი პერიოდი, დედამიწა ნულოვანი ზონიდან -30-ზეა ჩასული. დედამიწის გეომანტია არის ახლა ზე-დაძაბული, ნამდვილი საგანგებო ვითარებაა სამყაროში. ორი დიდი პლანეტა იუპიტერი და სატურნი ომში არიან ერთმანეთთან, ასევე მარსი და ურანი ომობს ერთმანეთთან.

დაიწყო ბოროტების განადგურების დიდი პროცესი. სერიოზული რეფორმების დროა, სამყარო იცვლება რადიკალურად. პროცესი რთულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სამყაროსთვის. ამიტომ მაქსიმალურად ვეცადოთ სიკეთე და სიყვარული ვაფრქვიოთ“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს და საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.

მან ასევე გადაცემაში კვირის მნიშვნელოვან მომენტებზე ისაუბრა 👇

ორშაბათს, ანუ დღეს - არის კარმული გამოცდის დღე. იყავით ყურადღებით რას ამბობთ ან რას აპირებთ, სამყარო გამოწმებს, რამდენად სწორია თქვენი მოქმედება.

სამშაბათს - პლანეტა მარსი, რომელიც არის საქმიანობის მმართველი პლანეტა, გადადის 7 აგვისტომდე ქალწულის ზოდიაქოში, რაც იწვევს ადამიანებში ნაკლებ აგრესიას, შეუპოვრობას, სისუფთავესთან მიდრეკილებას და საქმიანობას. თუმცა ხდებიან მეწვრილმანეები.

პარასკევი - არაფხიზელ მდგომარეობაში არ იბანაოთ, ასევე არ შეხვიდეთ ზღვაში არაფხილზე მდგომარეობაში.

შაბათი  - ეს არის საკრალური დღე, მზე ამთავრებს თავის სვლას ტყუპებში და გადადის კირჩხიბში, სადაც 1 თვე იქნება. აქ იხსენება პორტალი და მოდის კარგი ენერგია, ილოცეთ და გაუშვით დადებითი ენერგია. ამ დღეს არის ზაფხულის მზე ბუდობა. ჩაუთქვით სურვილები, ჩამოწერეთ რა გინდა, რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში“,- ამბობს ცაგარელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვწუხვარ ყველა ემიგრანტზე, რომელიც არის საქართველოს ფარგლებს გარეთ, თუმცა მამშვიდებს ის ფაქტი...“ - რას პროგნოზირებს გოგა მანია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე?

⭕„რო­დე­საც ასეთ ადა­მი­ანს გა­ი­მე­ტებ რომ ჯიჯგნონ, პა­სუ­ხის­თვი­საც მზად უნდა იყო, ბი­ჭებს ალ­ბათ დიდი დაღი და­ას­ვა“ - ნატო გელაშვილის პასუხი ნანუკა ჟორჟოლიანს

🎥 „გაატარეთ 10 დღე, იქ სადაც დაიბადეთ“ - როგორი დასვენებაა ზოდიაქოს ნიშნებისთვის კომფორტული? ანზორ ოდიშარიას რჩევები!