
ხვალინდელი სავსემთვარეობის წინ დღევანდელი დღეც საკმაოდ რთული იქნება, მით უფრო, რომ სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის დღეა.
გამოიჩინეთ სიფრთხილე და ყურადღებით შეამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. არ ღირს ზედმეტი პირდაპირობა და წვრილმანებს ჩაძიება. საიდუმლოდ შეინახეთ სამომავლო გეგმები. მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია თვალის აღების ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა რთული საკითხების მოსაგვარებლად.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, კულინარიული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ტესტირება და გამოცდების ჩაბარება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ელენთას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი და ოქროსფერი, ასევე მალაქიტი, აქატი, ონიქსი, მწვანე და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს