
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია ჭორებისა და ინტრიგების, მოტყუებისა და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ეჭვიანობა, უმჯობესია ენდოთ პარტნიორს და ღიად განიხილოთ ყველა პრობლემა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საკანცელარიო და საოფისე ნივთების შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება,
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ სიმძიმის აწევას, არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და მოთუშული ბოსტნეულით, დროებით უარი თქვით თხილის, თაფლის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევაზე. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და სახსრებს, კარგი დღეა ფილტვების და კუჭის სამკურნალოდ.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ყველაზე ცუდი კვირა დაიწყო - დღეს 3 საათიდან სიფრთხილე გმართებთ“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს
🔵„ახლა თქვენი დრო იწყება“ - ვის ექნება ვარსკვლავური პერიოდი მიმდინარე კვირაში