8 ნოემბერს პლანეტა ვენერა (სიყვარულისა და ჰარმონიის მმართველი) მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადადის, რაც ემოციების სიღრმესა და ვნებათა ინტენსივობას აჩენს.
ეს პერიოდი ადამიანებში ამძაფრებს შინაგან სურვილებს, საიდუმლო მიზიდულობებსა და გულწრფელობის მოთხოვნილებას.
მორიელის ვენერა არ ეშინია სიღრმის, არც ტრანსფორმაციის. ის გვასწავლის, რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ მაშინ იბადება, როცა მზად ვართ საკუთარი სული გავაშიშვლოთ და ვენდოთ სხვას სრულიად.
აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი დავით ნიბლაძე წერს:
„ვენერა მორიელში: დრო, როცა ზედაპირული ფლირტი ისეთივე უინტერესო ხდება, როგორც უალკოჰოლო ლუდი...
ან სულით ხორცამდე ერთად ვართ ან საერთოდ, რატომ ვკარგავთ დროს?
მოემზადე ფსიქოლოგიური აუდიტისთვის“, - წერს დავით ნიბლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავალი ან ახალი შემოთავაზება“ - 7 ნოემბრის ტაროლოგიური პროგნოზი
🎥 „მართლა ვერ ვხვდები...“ - ბარბარა სამხარაძეს ტყუპი და ჰყავს? რას ამბობს მომღერალი