Digest Logo

🎥 „დროა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და გადადგათ თამამი ნაბიჯები...“ - პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1730442154
ნინა სუსლოვა

რა ფერის სამოსი მოუტანს წარმატებას კირჩხიბებს დღეს, რომელი რჩევები უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს დანარჩენმა ნიშნებმა იღბლის მოსაზიდად და რით იქნება გამორჩეული მოახლოებული შაბათ-კვირა? - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა, ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

როგორც ასტროლოგმა აღნიშნა დღევანდელი დღის, პირველი ნოემბრის მმართველი პლანეტა ვენერა არის, შესაბამისად კარგი იქნება თუ ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად გამოვიყენებთ. 

ვერძი

მნიშვნელოვანია გადააფასოთ ის პრიორიტეტები და მიზნები, რომლებიც გაქვთ. ახლებურად შეხედეთ ირგვლივ სიტუაციას და თუ საჭირო გახდა დაიწყეთ მოქმედება.

კურო

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი ცვლილებების და ტრანსფორმაციის დღეა. კარგად უნდა დაფიქრდეთ და გაიაზროთ რა მიმართულებით გსურთ ეს ცვლილებები. შეაფასეთ ურთიერთობები და ეცადეთ სწორი დასკვნა გააკეთოთ.

ტყუპები

გაქვთ წარმატების ენერგია და მუხტი, რომელიც უნდა დაინახოთ და გამოიყენოთ თქვენს სასიკეთოდ. მომენტებში თმობთ და ვერ დგამთ სწორ ნაბიჯებს, რადგან გეშინიათ. თუ გაქვთ რაიმე მიზნები და გეგმები ჩამოწერეთ და დაიწყეთ მოქმედება. მთავარია გქონდეთ საკუთარი თავის იმედი.

კირჩხიბი

დროა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და გადადგათ თამამი ნაბიჯები. რაღაც მომენტში თავად უქმნით საკუთარ თავს დაბრკოლებებს. ეცადეთ იყოთ მეტად თავდაჯერებულები. დღეს შეგიძლიათ ყვითელი ან წითელი ტანის სამოსის ჩაცმა, რათა დღემ წარმატებულად ჩაიაროს.

ლომი

დაასრულეთ ძველი საქმეები, ეს ყველაფერი დაგეხმარებათ იმაში, რომ შემდგომში ახალი ნაბიჯები გადადგათ. თუ რაიმეს პატიება გსურთ და გინდათ სიტუაცია გამოასწოროთ, ეცადეთ ყველაფერი ჰარმონიაში მოიყვანოთ. თავი შეიკავეთ კონფლიქტებისგან.

ქალწული

ეცადეთ სწორად გაერკვეთ თქვენს შესაძლებლობებში და გაერკვეთ სიტუაციებში. მნიშვნელოვანია თქვენი შესაძლებლობები და მიზნები ერთმანეთს ემთხვეოდეს. ეს ყველაფერი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

სასწორი

მნიშვნელოვანია არ აჰყვეთ ცდუნებებს. შესაძლოა მიიღოთ ახალი შემოთავაზებები და იდეები, ეცადეთ მაქსიმალურად კარგად გადაამოწმოთ ყველაფერი. თუ რამეში ან ვინმეში ეჭვი გეპარებათ კარგად დააკვირდით. არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები.

მორიელი

დღეს განსაკუთრებით ძლიერი იქნება თქვენი ემოციები და გრძნობები. ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და ერთგვარი შეჯამება გააკეთოთ გარკვეული საკითხების. ეს ბევრ რამეში დაგეხმარებათ და დასახულ მიზანს გაგიმარტივებთ.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვანი დღეა, როგორც პარტნიორული ისე მეგობრული ურთიერთობების კუთხით. შეხედეთ სხვა თვალით და გადააფასეთ. შეიძლება რაღაც დასრულდეს ან რაიმე ახლებურად დაიწყოთ.

თხის რქა

დღევანდელნ დღეს წარმატებას მიაღწევთ სოციუმში. თუ რაიმე ახლის გაკეთება გინდათ, გამოიჩინეთ ინიციატივა. ნუ დაელოდებით იმას რომ სხვა გეტყვით და მიიღეთ შესაძლებლობა რომ სხვამ დაგინახოთ  და დაგაფასონ.

მერწყული

გექნებათ ახალი მიზნები და იდეები, რომელთა განხორციელებაში დაგეხმარებათ გეგმის ჩამოწერა. ეცადეთ არეულობა და ქაოტურობა მოიშოროთ, რადგან ასე მიზნის მიღწევა გაგიჭირდებათ.

თევზები

საინტერესო დღე გაქვთ, რადგან შესაძლებლობა გექნებათ შეაფასოთ თქვენი სუსტი და ძლიერი მხარეები. შეგიძლიათ დაიხმაროთ ინტუიცია, რადგან თქვენი ქმედებები იყოს სწორი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 85 წლის მუსიკის მასწავლებელი წალენჯიხიდან - გაიცანით ჯულიეტა კვარაცხელია, რომელიც თაობებს 63 წლის განმავლობაში ზრდიდა

🎥 რა საფრთხეს შეიცავს ბავშვებისთვის ლურჯი გამოსხივება და რომელი ორგანოს დაავადებებს იწვევს? - საერთაშორისო სპეციალისტების რჩევები

🔵„პირველად რომ ჩემზე იძალადეს, ალბათ, 8 წლის ვიქნებოდი, ის დაახლოებით, 65-70 -ის“ - ძალადობის მსხვერპლის სულის შემძვრელი პოსტი