Digest Logo

„ძალაუფლების, კონტროლისა და ტრანსფორმაციის საკითხები წამოიწევს...“ - 29 ივლისის სავსემთვარეობა: ხათუნა ნოელის პროგნოზი

1785257901
ხათუნა ნოელი

29 ივლისს ცაზე სავსემთვარეობა გამოჩნდება - ფაზა, რომელიც მთვარის ციკლის ყველაზე კაშკაშა მომენტად მიიჩნევა. ასტრონომიული მოვლენა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან იქნება ხილული, ხოლო ცის დაკვირვების მოყვარულებს შესაძლებლობას მისცემს, მთვარე მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებული სიკაშკაშით იხილონ.

აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ასტროლოგი ხათუნა ნოელი გვიზიარებს:

„უმეტესწილად ასტროლოგები სავსემთვარეობას ერთ-ერთ რთული ენერგეტიკის დღედ მივიჩნევთ. არც ეს დღე იქნება გამონაკლისი, რადგან ერთმანეთს არამხოლოდ მნათობები, არამედ მათთან შეერთებაში მყოფი პლუტონიცა და იუპიტერიც უპირისპირდებიან.

ლომი მერწყული ღერძი ყოველთვის ეხება ინდივიდუალიზმისა და კოლექტიურობის ბალანსს.

ამ სავსემთვარეობისას მზე ზუსტ შეერთებაშია უძრავ ვარსკვლავ ასმიდიკსესთან, რომელსაც პტოლემეუსი სატურნისეული სიმკაცრისა და სიბრძნის და იუპიტერისეული მასშტაბების ერთდროულად მატარებლად მიიჩნევდა. მზე მუნდანურ ასტროლოგიაში არის ხელისუფლება, მმართველები. ასე რომ იმ მმართველებს და პოლიტიკოსებს, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ძალაუფლება, მოუწევთ პასუხისგება.

პლუტონის გავლენა შინაგან კრიზისებს კიდევ უფრო ამძაფრებს ხოლმე. მოსალოდნელია, რომ წინ ძალაუფლების, კონტროლისა და ტრანსფორმაციის საკითხებმა წამოიწიონ.

პლუტონი მერწყულში ხალხის დიდ მასებს, კოლექტივებს და აგრეთვე ტექნოლოგიურ პროგრესს გამოხატავს, ხოლო ლომი კი ცალკეულ ლიდერებს, ხელისუფლებაში მყოფ მმართველებსა და ავტორიტეტებს. არაა გამორიცხული მიმდინარე პერიოდს ძველი მმართველობის სტრუქტურების კრიზისი, საპროტესტო გამოსვლები დაემთხვეს.მერწყული პასუხისმგებელია ინტერნეტზე, მაღალ ტექნოლოგიებზე, ხელოვნურ ინტელექტზე, ავიაციასა და ელექტროენერგიაზე. ამ ნიშანში მყოფი პლუტონის ოპოზიცია მზესთან სავარაუდოდ სისტემური ხარვეზების, კიბერშეტევების ან ელექტროენერგიის გათიშვის მაღალ რისკებზეც მიუთითებს.

როგორც ვთქვი, საქმეში იუპიტერიც ჩართულია, რაც საერთაშორისო, იურიდიულ ან რელიგიურ დაპირისპირებებზე მიანიშნებს. ძალიანაც არ გამიკვირდება საერთაშორისო კორუფციული სქემები და ფარული გარიგებები რომ გამომჟღავნდეს.

ჩემი აზრით ინტერნეტში ან მედიაში შესაძლოა გაჟონოს სენსაციურმა დოკუმენტებმა, რომლებიც დიდ გავლენას მოახდენს მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე. ამას გარდა, უნდა გვესმოდეს იუპიტერი მარტო კარგ ამბებს არ აფართოებს. ის მასშტაბურს ხდის ნებისმიერ პრობლემას. და სწორედ იუპიტერის ჩართულობის გამო ერთმა პატარა ტექნიკურმა შეცდომამ შესაძლოა, გლობალური ქაოსიც კი გამოიწვიოს.

პლუტონისა და იუპიტერის ოპოზიცია დიდი კაპიტალის, იდეოლოგიური ფანატიზმისა და იმპერიალისტური ამბიციების დაპირისპირება. ლომის დიქტატორული, ავტორიტარული მმართველობის და მერწყულის კოლექტიური წინააღმდეგობისა და იდეოლოგიურად ერთ აზრზე მყოფი მასების ღერძზე ეს ასპექტი არაერთხელ გამხდარა ან ძველი კონფლიქტების გამწვავების ან ახალი გეოპოლიტიკური დაპირისპირების გამშვები. პლანეტების ასეთი განლაგება ცაზე, რომელსაც სავსემთვარეობა ააქტიურებს, ხშირად ემთხვევა მსოფლიო წესრიგის რადიკალურ რესტრუქტურიზაციას, რაც, სამწუხაროდ, იშვიათად არის ხოლმე მშვიდობიანი.

საბედნიეროდ ცაზე ერთდროულად ორი განმუხტვის წერტილი იმუშავებს - ურანი და ნეპტუნი სავსემთვარეობის ღერძს ჰარმონიული ასპექტებით უკავშირდებიან ურანი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ჩიხში შესული სიტუციებიდან არაშაბლონური, ახალი ხერხის გამოყენებით გამოსვლის უნარი, თუ რამე ტექნოლოგიური კოლაფსია მოსალოდნელი, სწორედ ურანი დაეხმარება ინჟინრებსა და ტექნოლოგებს, რომ ნებისმიერი ავარიის დროს იპოვონ უსწრაფესი ალტერნატიული გამოსავალი.

რაც შეეხება ნეპტუნს, ეს უფრო ფარული ამბები და კულუარებია. ამიტომ მისი ჩართულობა მიანიშნებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ფარული დიპლომატია იქნება ჩართული, მოსალოდნელი ბირთვული საფრთხის თავიდან ასაცილებლად. და რადგან ასპექტი ჰარმონიულია, კიდეც შეძლებს ამას. გულახდილად ვიტყვი - საფრთხე ნამდვილად დიდია და მსოფლიო ამ დღეებში მაღალი ტურბულენტობის ზონაში შედის. თუმცა ჰარმონიული ასპექტები მიგვანიშნებს, რომ კაცობრიობას ჯერ კიდევ აქვს რესურსი, პროცესები უმართავ ქაოსამდე არ მიიყვანოს.

ეს გლობალურ, მაკროდონეზე. ინდივიდუალურ დონეზე კი მოვლენების ეპიცენტრში რა თქმა უნდა, მერწყულები და ლომები იქნებიან. მათთვის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციებია მოსალოდნელი - მერწყულებს მოუწევთ გუნდში საკუთარი როლისა და თავისუფლების საზღვრების დადგენა. ხოლო ლომებს პირადი ეგოსა და ამბიციების გადახედვა.

კუროსა და მორიელისგან ეს პერიოდი ითხოვს ფინანსურ სტაბილურობაზე მიჯაჭვულობების და კომფორტის ზონის გადაფასებას. ეს კარგი დროა გათავისუფლდეთ ყველაფერი იმისგან, რაც პიროვნულ თუ საქმიან განვითარებაში გაფერხებთ.

დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისათვის ეს პერიოდი ნაკლებად კრიზისულია, თუმცა რადგან სავსემთვარეობა მერწყული - ლომის ღერძზე ხდება, ასე თუ ისე თქვენც მოგიწევთ ბალანსის პოვნა მეგობრულ ურთიერთობებსა და პირად ინტერესებს შორის.

ასევე ძალიან ბევრია დამოკიდებული თქვენი მთვარის ან ასცედენტის ნიშანზე. პლუს იმაზეც, გყავთ თუ არა პირადი პლანეტები ლომის, მერწყულის, კუროს ან მორიელის 15-20 გრადუსებზე.

მეტი დეტალებისათვის ან პირადი რუკის ანალიზისათვის დამიკავშირდით და კონსულტაცია დავჯავშნოთ. მით უმეტეს რომ დაბნელებების დერეფანიც გვიახლოვდება“, - წერს ხათუნა ნოელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ 7 ივლისიდან მთვარის კვანძები ნიშნებს იცვლის — რა ცვლილებებს მოუტანს ეს ქალწულებს, ლომებსა და მერწყულებს?

🎥 „არ შეხვიდეთ კონფრონტაციაში!...“ - 29 ივლისის სავსემთვარეობა მერწყულში: გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი

„ამ დროს შეიძლება მეგონოს, რომ ქრისტე მიყვარს, მაგრამ მძულს სინამდვილეში...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება