Digest Logo

🎥 „ძალიან კარგი იქნება თუ ღამით, 00:35 საათამდე ყანწით დაილოცებით, თუნდაც წყლით და ჩაიფიქრეთ სურვილი, დალიეთ ეს სასმისი“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი ქეთი ოდიშელისგან

1751876388
 ქეთი ოდიშელი

მიმდინარე კვირა  (7-13 ივლისი) სავსეა მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენებით. 

7-ში, ანუ დღეს, ურანი გადავიდა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, ეს კი ფინანსებში, ვალუტის თემაში გარკვეულ მონაწილეობას მიიღებს. 

გარდა ამისა, 11 ივლისს  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავსემთვარეობა გვაქვს, რაც საშუალებას გვაძლევს გარკვეულ მანიფესტაციას მივმართოთ. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სურვილები აგვისრულდეს - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგმა ქეთი ოდიშელმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი გააცნო:

„ზოგადად რომ შევაფასოთ, ივლისი საკმაოდ პოზიტიურია. გვაქვს მნიშვნელოვანი მოვლენები, ჯერჯერობით შრომის პერიოდია. 

რამდენიმე პლანეტა უკუღმართი ხდება, ანუ უკან მავალი და ამ პერიოდში რაღაცები ჭიანურდება, იწყება ხარვეზები. ეს კვირა ჯობს მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენოთ. 

7-ში ურანი გადავიდა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, ეს კი ფინანსებში, ვალუტის თემაში გარკვეულ მონაწილეობას იღებს. ტყუპები სასიკეთო მდგომარეობაა, რეფორმები, რევოლუციები, მოულოდნელობები იქნება მენტალურად და გონებრივ საკითხებში. 

კვირის ბოლოს კარმული მამა, სატურნი ხდება რეტროგრადული, რა დროსაც ყველა მიიღებს იმის შედეგს, რასაც აკეთებს. რემონტების კუთხით გაჭიანურდება საქმე, არ დაიწყოთ დიდი პროექტები და გადადგით გონივრული ნაბიჯები. 

11 ივლისს გვაქვს სავსემთვარეობა, თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში. სიმბოლურად, ძალიან კარგი იქნება თუ ღამით ყანწით დაილოცებით, თუნდაც წყლით. ჩაიფიქრეთ სურვილი და დალიეთ ეს სასმისი. 00:35 წუთამდე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია: კირჩხიბისთვის და თხის რქისთვის“, - ამბობს ქეთი ოდიშელი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„საუკეთესო პერიოდია სიყვარულისთვის, რომანტიკული ურთიერთობისთვის, პაემნებისთვის“ - რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა მიმდინარე კვირაში

„გაუშვი ქარში, წყალში ან დაწვი...“ - როგორ მოვიშოროთ, რაც არ გვინდა?! ქეთევან ჯანდიერი 10 ივლისის - „ირმის მთვარის“ რიტუალზე

🎥 4 გეომაგნიტური დღე, სავსემთვარეობა, ურანის ტყუპების ზოდიაქოში გადასვლა - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან