Digest Logo

🎥 „ელოდეთ გარკვეულ იმედგაცრუებებს...“ - 28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1732771969
ნინა სუსლოვა

ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა, ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ 28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი საზოგადოებას გააცნო.

როგორც ნინა სუსლოვა ამბობს, დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტუიცია გაძლიერებულია და აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ მინიშნებებს:

ვერძი

თუ გინდათ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, არ აჰყვეთ ემოციებს და სტაბილურობა შეინარჩუნოთ თუ გინდათ რომ დღემ წარმატებულად ჩაიაროს, დაუკვირდით შეგრძნებებს. კარგი იქნება თუ სწრაფად მოერგებით ცვალებად სიტუაციებს.

კურო

დილა დადებითად დაიწყება. შესაბამისად დღის პირველი ნახევარი შესაძლებლობებისთვის და მიზნებისთვის უნდა გამოიყენოთ. დღის მეორე ნახევარში კი სიტუაცია დაიძაბება. დრო ისე გადაანაწილეთ და ეცადეთ მშვიდ გარემოში გაატაროთ საღამო.

ტყუპები

დილა პოზიტიურია ვიდრე, დღის მეორე ნახევარი. დილა კარგი პერიოდია საქმიანი შემოთავაზებებისთვის, პარტნიორული ურთიერთობებისთვის და შემეცნებისთვის. დააკვირდით პერსპექტივებს, რომლებიც ამ პერიოდში მოგეცემათ.

კირჩხიბი

საკმაოდ საინტერესო დღე გაქვთ. მოახერხებთ ბევრი პრობლემის მოგვარებას და ბევრი საკითხის  გადაწყვეტას. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ქალაქგარეთ გასვა მოგიწიოთ, რაც ასევე დადებითად აისახება თქვენზე.

ლომი

ელოდეთ გარკვეულ იმედგაცრუებებს და შესაძლოა ის შედეგი ვერ ნახოთ. ეცადეთ შედარებით ნეიტრალურად შეხვდეთ ამ ყველაფერს და ემოციებს არ აჰყვეთ. რაც უფრო მშვიდი დამოკიდებულება გექნებათ, უფრო მოახერხებთ აღადგინოთ დაშვებული შეცდომები და გაუმკლავდეთ დაბრკოლებებს.

ქალწული

მოგიწევთ ბევრ ადამიანთან ურთიერთობა და ყველასთან სხვადასხვა მიდგომა მოგიწევთ. ეცადეთ იყოთ მზად ამ ყველაფრისთვის, გამოიყენეთ მობილური და კავშირები. ეს ყველაფერი სწორ კომუნიკაციაში დაგეხმარებათ.

სასწორი

კარგი დღეა რაიმეს შესასწავლად. შეგიძლიათ დღე გამოიყენოთ ინფორმაციულობისთვის და ცოდნის გაღრმავებისთვის. ძლიერი იქნება თქვენი ინტუიცია და შარმი, შესაბამისად კარგი იქნება თუ დაგეგმავთ შეხვედრებს. საკმაოდ დადებითი დღე გელოდებათ.

მორიელი

უმჯობესია დილა შედარებით დატვირთული და ნეგატიურია. ეცადეთ მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევარში დაგეგმოთ. შესაძლოა მოგიწიოთ ქალაქ გარეთ გასვლაც. ასევე თავიდან აიცილეთ გაუთვალისწინებელი ხარჯები და მოერიდეთ შენაძენებს.

მშვილდოსანი

დღე ზედმეტად მოსაწყენია. ბევრი ერთფეროვანი საქმეა, რომლებიც თქვენს ნერვებზე უარყოფითად მოქმედებს. თავიდან აიცილეთ დატვირთულობა და ზედმეტი პასუხისმგებლობებისგან თავი შეიკავეთ. სწორად გადაანაწილეთ დრო და გადააფასეთ შესაძლებლობები.

თხის რქა

მშვენიერი დღეა ურთიერთობებისთვის. როგორც საქმიანი, ასევე პირადი ურთიერთობისთვის. საშუალება გექნებათ დაასრულოთ ყველა საქმე, რომლებიც აქამდე წამოიწყეთ.

მერწყული

ბევრი საქმე გელოდებათ. სწორად გადაანაწილეთ პრიორიტეტები, დაგეგმეთ მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრები. გაუფრთხილდით თქვენს ენერგიას, რადგან შესაძლოა დღის მეორე ნახევარში ის შედარებით შესუსტდეს. ასევე შესაძლოა უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

თევზები

დღევანდელი დღე რთული იქნება ურთიერთობების კუთხით. შესაძლოა გაგიჭირდეთ სხვა ადამიანების გაგება. ვერ ნახულობთ ენას ადამიანებთან. შესაბამისად იყავით შედარებით მშვიდ გარემოში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„ძლიერი ქარი, ნალექი, თოვლი…” - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან

ქოჩორაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა - „ლევანტემ“ „მალაგა“ დაამარცხა

🎥 „მეძახდნენ ანანოს, მიცნობენ როგორც ანანო და ამაზე ცოტა აგრესია მქონდა“ - რას ჰყვება მარიამ ჯოლოგუა