Digest Logo

„ეს არის ძალიან ღრმა ემოცია, რომელიც იპყრობს მთელ არსებას - გრძნობები, რომელი კონტროლს არ ექვემდებარება...“ - რა უნდა ვიცოდეთ ვენერას მორიელში გადასვლაზე

1762522815
ვენერავენერა

8 ნოემბერს პლანეტა ვენერა (სიყვარულისა და ჰარმონიის მმართველი) მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადადის, რაც ემოციების სიღრმესა და ვნებათა ინტენსივობას აჩენს.

ეს პერიოდი ადამიანებში ამძაფრებს შინაგან სურვილებს, საიდუმლო მიზიდულობებსა და გულწრფელობის მოთხოვნილებას.

მორიელის ვენერა არ ეშინია სიღრმის, არც ტრანსფორმაციის. ის გვასწავლის, რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ მაშინ იბადება, როცა მზად ვართ საკუთარი სული გავაშიშვლოთ და ვენდოთ სხვას სრულიად.

აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე სოციალურ ქსელში AstroBlog SkyLight წერს:

„7 ნოემბერს, ღამით, სიყვარულის, პარტნიორობის, ფინანსების და პირადი რესურსების პლანეტა ვენერა ტოვებს სასწორის ნიშანს და გადადის მისთვის მეტად არახელსაყრელ ნიშანში - მორიელში, სადაც თვის ბოლომდე დარჩება.

ვენერას ინგრესია ყოველთვის იწვევს აშკარა გადაწყობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სიყვარული, ცხოვრების გემო, ესთეტიკა, ფასეულობები, შესაძლებლობები, მატერიალური უსაფრთხოება, კომფორტი, ჰარმონია, არჩევანის უნარი, საქმიანი და სასიყვარულო ურთიერთობები, თანამშრომლობა, დიპლომატია და ა.შ.

როდესაც ვენერა იცვლის ნიშანს, ჩვენი შეგრძნებები, სურვილები და მოთხოვნილებები განსხვავებული ხდება, ასევე ხშირად იცვლება შემოსავლის გზა ან ჩნდება ახალი შესაძლებლობები.

მოკლედ რომ ვთქვათ, ვენერას ინგრესია სხვადასხვა ფერებით აფერხებს ჩვენი გრძნობების და მატერიალური რესურსების სივრცეს.

ჩვენ შეგვიძლია ცნობიერად მივმართოთ ვენერას ძალა ურთიერთობების და ფინანსების გასაძლიერერბლად.
როდესაც ვენერა მოძრაობს ჰაერის ან ცეცხლის ნიშნებში, ამ დროს ადამიანები უფრო მარტივად გამოხატავენ ემოციებს, უფრო კომუნიკაბელურები და მხიარულები არიან, თავისუფლად საუბრობენ გრძნობებზე და სიყვარულზე.
მკვეთრად განსხვავებულია ვენერას ენერგია მორიელის ნიშანში, ის ხდება ღრმა, იდუმალი და ზოგჯერ დამანგრეველი.

ვენერა მორიელში - ეს არის ძალიან ღრმა ემოცია, რომელიც იპყრობს მთელ არსებას. გრძნობები, რომელი კონტროლს არ ექვემდებარება. სიყვარული, სადაც ან ყველაფერია, ან არაფერი, რადგან მორიელი- ეს უკიდურესობების ნიშანია- უყვარს ტკივილამდე, განიცდის ფსკერამდე, ეჭვიანობს უკანასკნელ წვეთამდე.
ამიტომ, ვენერა აქ თავის ნამდვილ ბუნებას ვერ ავლენს და თავს არაკომფორტულად გრძნობს. მისი რბილი და რომანტიკული ბუნება ეჯახება სიღრმეებს, სადაც ყველაფერი დაფარულია, სადაც გრძნობები ერწყმის ჩვენს შიშებს და ჩრდილებს.

აქედან გამომდინარე, ვენერას მორიელში მდებარეობის პერიოდში, ადამინებში იმატებს ეჭვიანობა, უნდობლობა, მესაკუთრეობა, ფლობის და კონტროლის სურვილი.

ეს პოზიცია ურთიერთობების გამოცდაა!

თუ პარტნიორული ურთიერთობა აგებულია მიჯაჭვულობაზე, დაკარგვის შიშზე, ვალდებულების გრძნობაზე ან ტკივილზე, მაშინ, ვენერა მორიელში ცხადს გახდის ამ სისუსტეებს. ეს პერიოდი მტკივნეულად ამოატივტივებს ზედაპირზე ყველაფერს დაფარულს.

თუმცა, მორიელი- ეს არის განწმენდის ნიშანი და ის, რაც ცხადი გახდება ამ პერიოდში, პარტნიორულ ურთიერთობაში, ემსახურება ტოქსიკურობის გამოვლენას და ასეთი ურთიერთობის ან ურთიერთობისგან გაწმენდას.
ვინც გაშვებას შეძლებს, ის დაიმსახურებს ნამდვილ სიყვარულს.

ტოქსიკურობამ, ამ პერიოდში, შესაძლოა პიკს მიაღწიოს, ბევრი რამ გამოაშკარავდეს: მანიპულაციები, ემოციური რყევები. თუ გრძნობთ, რომ ურთიერთობა ბრძოლად იქცა, სწორედ ამ პერიოდშია ყველაზე მარტივი ძველი ჯაჭვების გარღვევა.

გულწრფელი საუბარი ამ დროს, ბადებს ნამდვილ სიახლოვეს პარტნიორებში. გულწრფელი და შიშველი გრძნობები, ყოველგვარი მორთულობის და შელამაზების გარეშე - აი, ასე გაივლის გამოცდას ნამდვილი გრძნობა, რათა ის გახდეს სინათლე ჩვენს სულში და ცხოვრებაში.

ამიტომ, ვენერას ტრანზიტი მორიელში უნდა მივიღოთ, როგორც მორიგი გაკვეთილი.

ამ პერიოდში , ყველაფერი შეიგრძნობა ენერგიის დონეზე და ბევრი სიტყვებიც კი არ არის საჭირო. პერიოდი კარგია იმისთვის, რომ გადავხედოთ ჩვენს ფინანსურ ხარჯებს, სად მივმართავთ ჩვენს მატერიალურ თუ შემოქმედებით რესურსებს? ვენერა ხომ სიყვარულის გარდა შემოსავლებსაც მართავს!

იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ფინანსური არხი, მნიშვნელოვანია მოვიშოროთ ის შემზღუდავი ბლოკები, რაც აფერხებს ფინანსური ნაკადის გაფართოებას. ეს არის: დაბალი თვითშეფასება, სირცხვილი წარმატების გამო ან დაკარგვის შიში.

იმისათვის, რომ ეფექტურად მოვიშოროთ ასეთი შეზღუდვები, მნიშვნელოვანია ჩავრთოთ მადლიერების პრაქტიკა.
ყოველდღე ერთხელ მაინც (დილით , საღამოს) წარმოთქვით, გააჟღერეთ 3-5 მიზეზი, რისთვისაც მადლიერი ხართ ცხოვრებაში (ეხება ვენერასთემებს მხოლოდ).

მაგ. მადლიერი ვარ სახლისთვის, სადაც სითბო და სიხარულია.

მადლიერი ვარ საკვებისთვის, რომელიც მაძლებს სასიცოცხლო ენერგიას.

მადლიერი ვარ უნარისთვის, რომლის მეშვეობით შემიძლია სარგებელი მოვუტანო სხვა ადამიანებს.
მადლიერება - ეს არის პირველი ნაბიჯი სიუხვის ნაკადის გაძლიერებისთვის.

გადადგით თუნდაც ერთი სიმბოლური ნაბიჯი ვენერას ენერგიის გაძლიერებისთვის: იყიდეთ საკუთარი თავისთვის რაიმე სასიამოვნო, ინვესტიცია ჩადეთ მაგ. სწავლაში, გაიღეთ დონაცია, დაეხმარეთ ვინმეს, გადაიხადეთ ძველი ვალი და ა.შ.

როდესაც კონკრეტულ ქმედებას ვახორციელებთ კონკრეტული მიზნით, სამყარო ყოველთვის დგამს ნაბიჯს ჩვენკენ.
ასე, რომ, მეგობრებო, გისურვებთ ნაყოფიერ პერიოდს.დაე, გააქტიურდეს სიუხვის და სიყვარულის ნაკადი თქვენს ცხოვრებაში!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დრო, როცა ზედაპირული ფლირტი ისეთივე უინტერესო ხდება, როგორც უალკოჰოლო ლუდი...“ - დავით ნიბლაძე ვენერას მორიელში გადასვლაზე

„ძველი საქმეების დასრულება, შეცდომების გამოსწორება, შინაგან ხმაზე ფოკუსირება“ - ქეთევან ჯანდიერი 29.11.2025-მდე პერიოდზე

„შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავალი ან ახალი შემოთავაზება“ - 7 ნოემბრის ტაროლოგიური პროგნოზი