Digest Logo

„ეს წელი არის გარდაქმნის! რასაც ახლა იწყებ, მომავალ 3 წელს განსაზღვრავს...“ - ქეთევან ჯანდიერის 2026 წლის პროგნოზი აღმოსავლური ზოდიაქოსთვის

1765459327
ქეთევან ჯანდიერი

2026 ცეცხლოვანი ცხენის წელი მნიშვნელოვან გარდაქმნებს გვპირდება. წლის ენერგია ადამიანებს თამამი გადაწყვეტილებების მიღების, ახალი გამოწვევების დაძლევისა და შეზღუდვებისგან გათავისუფლებისკენ უბიძგებს.

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში 2026 წლის ნუმერო-ტაროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს, რაც ჩინური ჰოროსკოპის 12-ვე  ზოდიაქოს ნიშანმა უნდა გაითვალისწინოს:

„ეს პოსტი ჩინური ჰოროსკოპით  ზოდიაქოს 12 წარმომადგენელზე იქნება. ჩემი საავტორო ნუმერო-ტაროლოგიური პროგნოზი 2026 წლისთვის! ❤️

ცეცხლოვანი ცხენის წელი - 2026 ენერგეტიკული გზავნილები ყველა 12 ნიშნისთვის, ჩემგან:

🐭 ვირთხა: ცეცხლოვანი ცხენის წელი გინდა თუ არა, სწრაფ დინებაში გადაგიყვანებს. შენი ინტუიცია გაგიძღვება მთავარ მეგზურად. დროა, ძველი გათვლები დააკორექტირო, ახალ შესაძლებლობაზე 2 ჯერ ჩამოივლის შენი ფორტუნა, შენს კართან.

🐮 ხარი: მიწიერი ენერგია ცხენის ცეცხლს ერწყმის და შენში ძლიერ გამბედაობას აღვიძებს. ეს წელი გაძლევს შესაძლებლობას იპოვო საკუთარი ძალა იქ, სადაც ადრე თავს იკავებდი. ფინანსურად, სტაბილური ზრდა გელის, მაგრამ მხოლოდ მონდომების შემთხვევაში.

🐯 ვეფხვი: ეს შენი წლის ენერგეტიკული ტყეა. ცხენის ცეცხლი გაძლევს მეორე სუნთქვას და შემოქმედებით ძალას. წელს წარმატება მოდის თამამ ნაბიჯების გადადგმასთან ერთად და არა ზედმეტ სიფრთხილეზე.

🐰 კურდღელი: ცხენის სწრაფმა ტალღამ შეიძლება ცოტა დაგაბნიოს, მაგრამ შედეგი შენს სასიკეთოდ იმუშავებს. დროა გამოაჩინო ის, რაც წლებია შენს ჩრდილში ინახება. ურთიერთობებში — ნაზი, მაგრამ მნიშვნელოვანი გარდაქმნა გელის.

🐲 დრაკონი: ცეცხლოვანი ცხენი შენში აღვიძებს სწორედ იმ ენერგიას, რომელიც დიდი თამაშებისთვისაა შექმნილი. წელი გაძლევს ლიდერობას, ძალას და ყველაზე მთავარს, ახლის აშენების შანსს. ყველაფერი, რასაც ახლა იწყებ, მომავალ 3 წელს განსაზღვრავს!

🐍 გველი: შენთვის ეს წელი არის „ჩუმი ალი“. გარედან მშვიდი, შიგნით — ძლიერი აღორძინება გელის. ინტუიცია გახდება ყველაზე ზუსტი, რაც კი ოდესმე გქონია. მოულოდნელად რაღაც სიმძიმე „მოგეშვება“.

🐎 ცხენი: ნუ, ეს შენი დროა — შენი ველი, შენი სტიქია. ცეცხლი გაძლიერებს, განგწმენდს და გზებს გაგიხსნის. მთავარი გაფრთხილება: არ გაჩერდე შუა გზაზე, რაც ახლა დაიწყება, წლებს გაუძლებს!

🐐 თხა: წელი გაძლევს ნაზ, მაგრამ აუცილებელ წინსვლას. ენერგეტიკულად, შენში მშვიდი გაღვიძება დაიწყება. ფინანსურ და ურთიერთობის თემებში — სინქრონულობები იმუშავებს, მოგეცემა ზუატად მაშინ, როცა საერთოდ არ ელი.

🐒 მაიმუნი: ცხენის წელი შენს გონებრივ სისწრაფეს აძლიერებს. ყოველი გეგმა, რაც შთაგონებით იწყება, წარმატებით სრულდება. წელი გაძლევს დიდ შანსს — მაგრამ ჭკვიანურად და გონივრულად უნდა გამოიყენო.

🐓 მამალი: ცეცხლოვანი ცხენი გიხსნის ახალ სცენას. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი აღიარება ან ნაბიჯი, რომელიც დიდი ხანია გინდა. შენთვის ეს არის „სიტყვის და ქმედების“ წელი — რასაც იტყვი, იცოდე რომ განხორციელდება.

🐕 ძაღლი: ეს წელი შენთვის ენერგეტიკული გამოცდაა, მაგრამ პოზიტიური. გაფართოვდება სოციალური წრე, და ერთმა ადამიანმა შეიძლება ბედი შეგიცვალოს. ცვლილებები მტკიცეა და რეალურს, არა ილუზორულს — ეყრდნობა!

🐖 ღორი/ტახი: ცხენის ცეცხლი შენში აღვიძებს სურვილს, რომელიც დიდი ხანია დაძინებული გაქვს. 2026 წელს არის დიდი ბარაქის ვიბრაცია, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში. სულიერად — იწყება შიდა სიმშვიდის დაბრუნება!

🐈🐇 კატა–კურდღელი: ეს წელი შენთვის არის გარდაქმნის! „მშვიდობიანიდან” გაბედულისკენ. თუ წინა წლებში უფრო მეტად ნაზ, ფრთხილ და ემოციურად სიღრმისეულ რეჟიმში მოქმედებდი, ახლა ენერგია გიბიძგებს: გადააბიჯო ჩრდილებს, რომლებიც გონებაში გიჭერდა, იმოქმედო ისე, როგორც სულს სურს და არა როგორც წესებს“, - წერს ქეთევან ჯანდიერი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ გამოიყურება ლოლა წერეთელი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ - „შინაგანად ცოტა ვნერვიულობდი, ნარკოზიდან რომ ვერ გამოვიდე და ასეთი ფიქრები“

🎥 შეხვედრა 10 წლის უნახავ მამასთან - დათუნა ტატულაშვილი ემოციურ კადრებს აქვეყნებს

რატომ არ მუშაობს „ხვალიდან ვიწყებ“? - კვების ფსიქოლოგის ნატა გაგუას განმარტება