
როგორი იქნება ზაფხულის ცხელი თვე ივლის, ასტროლოგიური თვალსაზრისით და რა მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება ცის კაბადონზე - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და საჭირო ინფორმაციას გვიზიარებს.
მისი თქმით, ივლისის პირველი ნახევარი მნიშვნელოვან ენერგეტიკულ გარდაქმნებს მოიტანს. კერძოდ: 7 ივლისს, 11:58 საათზე, ცვლილებების პლანეტა ურანი კუროს ნიშანს ტოვებს და გადადის ტყუპებში, სადაც მას პლანეტა ვენერა შეუერთდება. ეს ასტროლოგიური ტრანზიტი ახალ იმპულსს მისცემს სამყაროს - განსაკუთრებით კი ურთიერთობებს, ბიზნესს, დიპლომატიას და შემოქმედებით განვითარებას.
„ივლისის პირველი ნახევარი საკმაოდ ხელსაყრელი დროა, 7 ივლისს (11:58 წუთზე) ცვლილებების პლანეტა ურანი კუროს ნიშანს დატოვებს და ტყუპების ნიშანში მდებარე პლანეტა ვენერასთან ერთად უკეთესობისკენ შეცვლის სამყაროს და ურთიერთობებს.
ბევრი ადამიანი დაიწყებს ახალი გზების ძიებას ბიზნესის, კარიერის, შემოქმედებითი ურთიერთობების განვითარებისთვის და ასევე გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შესაქმნელად. ამიტომ, 16 ივლისამდე დადგება ევოლუციურ-დინამიური გარდაქმნების პერიოდი პოლიტიკაში, დიპლომატიასა და ბიზნესში.
ივლისის მეორე ნახევარში ამის გაკეთება უფრო გართულდება, რადგან 18 ივლისიდან 26 ივლისამდე დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა ნეგატიურ ზონაში იქნება.
გარდა ამისა, 18 ივლისიდან, პლანეტა მერკური დაიწყებს რეტროგრადულ მოძრაობას (08:40 საათზე), რაც შეანელებს პროექტებს, გაართულებს ურთიერთგაგებას.
24 ივლისს ახალი მთვარის შემდეგ, მეტი ენერგია და შესაძლებლობა გაჩნდება, განახორციელოთ თქვენი გეგმები.
ივლისის ბოლოს, დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა კვლავ დამშვიდდება. პლანეტა ვენერა შედის კირჩხიბში 31 ივლისს, პერსპექტივები გაუმჯობესდება.
24 ივლისს ახალი მთვარის შემდეგ, ეს პერიოდი დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს საშუალებას მისცემს უფრო ჰარმონიულად ითანამშრომლონ საზოგადოებასთან, განავითარონ კულტურა, განათლება და უზრუნველყონ მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერა.
ჩვენ უნდა გვქონდეს დრო, რომ ყველაფერი გავაკეთოთ მაქსიმალურად, რადგან 5 აგვისტოდან ბიოსფეროს მდგომარეობა კვლავ შესამჩნევად გაუარესდება და ენერგიების კლებამ შესაძლოა მრავალი გეგმა ჩაშალოს“, - ამბობს ასტროლოგი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს
⭕„პატარა მამა... როცა ექვსი წელი საუკუნეს უდრის, მეშინია ამ დღის...“ - ნანუკა გოგიჩაიშვილი მამაზე
⭕ვეფხისტყაოსანი დოლზე - გაიცანით მამუკა სამხარაძე კაცი, რომელიც ბგერების მაძიებელია