Digest Logo

🎥 „ფინანსების კუთხით სიფრთხილე გამოიჩინეთ, ენას კბილი დააჭირეთ, აკონტროლეთ პარტნიორის მოქმედება“ - რა რჩევებს აძლევს ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მიმდინარე კვირაში

1729496823
მიხეილ ცაგარელი

21-22 ოქტომბერს სასიკეთო ტენდენციებია მოსალოდნელი, რასაც ვერ ვიტყვით ოთხშაბათის შემდგომ პერიოდზე, რადგან 23 რიცხვში მზე ტოვებს სასწორის ზოდიაქოს და გადადის 1 თვით მორიელის ნიშანში.

აღნიშნული ასტროლოგიური მოვლენის გამო მოსალოდნელია აგრესიის მომატება, თუმცა გვაქვს დადებითი აქცენტებიც, როგორიცაა დისციპლინა, შეუპოვრობა, მოთმინება და ნებისყოფის გაძლიერება. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან ასე გამოიყურება 👇

ვერძი - ენერგოტონუსი ნელ-ნელა იწყებს შემცირებას, ამიტომ ნუ გადაიღლებით. იმოქმედეთ, მაგრამ ფინანსების კუთხით სიფრთხილე გამოიჩინეთ. ენას კბილი დააჭირეთ. აკონტროლეთ პარტნიორის მოქმედება. სულსწრაფობამ იმატებს, რაც შეცდომას დაგაშვებინებთ. 

კურო - ენერგოტონუსი იმატებს, მოიმატებს ჯანი, განწყობა, შრომისუნარიანობა, მოთმინება, მაგრამ წყალქვეშა დინებებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. იყავით ფრთხილად რომანტიკულ ურთიერთობებთან, ან სკანდალურად დასრულდება, ან სასიკეთოდ არაფრის მომტანი არ იქნება.

ტყუპები - ენერგოტონუსი მცირდება, ყურადღებით იყავით. გრძნობთ, რომ თავისუფლება გეზღუდებათ და მოგიწევთ რუტინული საქმის კეთება. აკონტროლეთ ემოციები და არ იჩქაროთ. ენას კბილი დააჭირეთ, დაიცავით საიდუმლო.

კირჩხიბი - ენერგოტონუსი იმატებს, განწყობა უმჯობესდება და შესაძლებლობებიც გაცილებით მეტია. ლატარიებში მონაწილეობა იქნება წარმატებული, ოჯახში ურთიერთობისთვის კარგი პერიოდია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია თქვენთვის.

ლომი - ენერგოტონუსი მცირდება, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან თავს იჩენს ძველი, ქრონიკული დაავადებები. ზედმეტად არ ინერვიულოთ, არ გადაიღალოთ. მოიმატებს ფარული მტრები და ჭორები, მოერიდეთ ფინანსურ ხარჯებს. 

ქალწული - უკეთ იგრძნობთ თავს, რადგან ენერგოტონუსი მოიმატებს. შეიძლება თქვენი დამოკიდებულება შეცვალოთ კოლეგების მიმართ. იდეების, პროექტების რეალიცაზაცია შეგიძლიათ.

სასწორი - კომუნიკაცია, გონებამახვილობა კარგი გაქვთ, ადრეული საქმეებიდან მიიღებთ დივიდენდებს, მაგრამ ვალდებულებები მოგემატებათ, რუტინული საქმეები, რის გამოც დაძაბულობა გამძაფრდება ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან. 

მორიელი - თქვენი დრო მოდის, ხდებით აქტიური, ენერგიულები, გემატებათ ინტუიცია და წარმატების ფაქტორი ყველაზე მაღალი გაქვთ. შესაძლებლობები წარმატების ყველაზე მაღალი გაქვთ, მაგრამ ენერგიის მოჭარბებასთან ერთად ნუ იქნებით ძალაუფლების მოყვარული, რაც დიქტატურაში გადადის. ამით ნუ გააფუჭებთ ურთიერთობებს.

მშვილდოსანი - გამოიყენეთ ეს კვირა მაქსიმალურად, რადგან ამის შემდეგ კვირაში დაბადების წინა პერიოდი გეწყებათ. იმუნიტეტი დაგიქვეითდებათ და ენერგოტონუსიც მოიკლებს. ამ კვირაში შესაძლებლობები ჯერ კიდევ გაქვთ. მთავარია ენას კბილი დააჭიროთ და საიდუმლო დაიცვათ.

თხის რქა - ენერგოტონუსი იმატებს, აქტიური, ენერგიული ხდებით, მაგრამ კარიერულ სირთულეებმა შეიძლება იჩინოს თავი ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან ზედმეტი სიჯიუტის ფონზე. ზედმეტ ფულის ხარჯვას მოერიდეთ. 

მერწყული - ენერგოტონუსი მცირდება, თუმცა ფინანსური კუთხით პერიოდი ცუდი არ იქნება. გაუფრთხილდით თავს, არ გადაიტვირთოთ. ინტუიცია სწორი გადაწყვეტილების შანსებს გაძლევთ. 

თევზები - ენერგოტონუსი იმატებს, შარმიანი, მიმზიდველი, შემოქმედებით ხდებით. ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანი ხართ შემდეგი ერთი თვის. სწავლისთვის ძალიან კარგი პერიოდია, მატერიალური კუთხითაც დადებითი ასპექტებია. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „აურის დაბინძურების, თვალის აღების ალბათობაა მაღალი, ფრთხილად იყავით ხალხის მასებთან“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური ტენდენციები

🎥 როგორ შევინარჩუნოთ სახლში სითბო გათბობის ჩართვის გარეშე - რჩევები საერთაშორისო ექსპერტებისგან

🎥 „უნდა გაუძლოთ გარკვეულ ენერგეტიკულ წნეხს, გარემო მოახდენს ზემოქმედებას“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან