ცრურწმენები: საიდან გაჩნდა და რა გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიაზე? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ფსიქოლოგმა და ეზოტერიკოსმა ქეთევან ჯანდიერმა ისაუბრა:
„ცრურწმენა თავად სიტყვა იძახის რაც არის. ეს არის ტელეპატიური ენერგიით გააქტიურებული. ეს არის კოლექტიური ცნობიერით გადმოტანილი. ტრადიციული კოდი და პროგრამა, ჩვენი ტვინი კი კავშირს ეძებს ამ ყველაფერთან. ბიოლოგიურ დონეზე გადარჩენაზე კონცენტრირებული ინდივიდები ვართ, ამიტომ ვბეჭდავთ ქვეცნობიერში კავშირებს. ზოგჯერ ზედმეტად ვაქცევთ ამ ყველაფერს ყურადღებას.
მე მთვარის კალენდარს ყურადღებას ვაქცევ, შეიძლება სხვებმა იფიქრონ რომ ეს არის ცრურწმენა. რეალურად კი ეს არის ასტრონომიული მოვლენა. მე ამას ვაკვირდები. დოგმები არ მაქვს. კვანტურ ფიზიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს დამკვირვებელს. ფოტონს როცა აკვირდები, ეს ყველაფერი მიმართულებას იცვლის. ამიტომ ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარი აღქმა აქვს.
ასევე როდესაც ერთ თვეში ორი სავსე მთვარე გვემთხვევა, ეს არის საკრალურ ა გარკვეული დატვირთვა აქვს. იდეაში დღევანდელ დღეს კარგი იქნება ძველი ნივთებისგან, წარსულისგან გავთავისუფლდეთ და დავსახოთ მიზნები. ჩემი რჩევა იქნება, რომ ჩამოვწეროთ 10 ადამიანი, რომლებისაც მადლიერები ხართ. შესაძლოა იყოს მტერიც რადგან მან გამოგაფხიზლა. 10 რამ რაც უკვე გაგაჩნია და მადლიერი ხარ. ასევე 10 გეგმა, ვინ ხარ, სად ხარ და ვინ გინდა იყო“, - ამბობს ქეთევან ჯანდიერი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ საფრანგეთში, „პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა