რა გელოდება 7 დღეში - აღნიშნულ საკითხზე ვიდეოსა და პოსტს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში გვიზიარებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:
„1️⃣ ვერძი, ტყუპები, მერწყული, ქალწული, მორიელი, თხის რქა - მომდევნო დღეებში საქმე, რომელიც თითქოს გაჩერებული იყო, წინ წავა. შეიძლება სასიამოვნო ამბავი, მოულოდნელი შეთავაზება ან მნიშვნელოვანი ადამიანისგან შეტყობინება მიიღო. გამოჩნდება ახალი შესაძლებლობა — ყურადღებით იყავი და საკუთარ თავს შანსი მიეცი.
2️⃣ კურო, კირჩხიბი, ლომი, სასწორი, მშვილდოსანი, თევზები - შენს ცხოვრებაში მეტი სითბო და სასიამოვნო ემოცია შემოვა. მოსალოდნელია გულწრფელი საუბარი, მოულოდნელი შეხვედრა ან ადამიანის ყურადღება, რომელიც კარგ განწყობას შეგიქმნის. შესაძლოა ფინანსურ საკითხშიც გამოჩნდეს პატარა სასიკეთო სიახლე“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „რასაც ებრძვი, სწორედ ის გმართავს“ - ხათუნა ნოელი ნეგატიურ კონფორმიზმსა და ცრუ თავისუფლებაზე