29 ივლისს ცაზე სავსემთვარეობა გამოჩნდება - ფაზა, რომელიც მთვარის ციკლის ყველაზე კაშკაშა მომენტად მიიჩნევა. ასტრონომიული მოვლენა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან იქნება ხილული, ხოლო ცის დაკვირვების მოყვარულებს შესაძლებლობას მისცემს, მთვარე მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებული სიკაშკაშით იხილონ.
აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი აქვეყნებს და ზოდიაქოს ნიშნებს რეკომენდაციებს უზიარებს:
„🟣 2026 წლის, ივლისის თვის სავსემთვარეობის ზოგადი პროგნოზი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის. 🙏მთავარი თემა: გაცხადება, გამჟღავნება, ტრანსფორმაცია. (სავსემთვარეობის პიკი 29 ივლისს 18:36 სთ - ზე, მერწყულის ნიშნის მე7-ე გრადუსზე)
👉 საკმაოდ გამოხატული, განსხვავებული, ტრანსფორმაციული პერიოდია, გამორჩეული ფეთქებადობით, გაუგებრობებით, დრამატულობით, მოულოდნელად ძველი სიტუაციების გამჟღავნებებითა და ურთიერთობების საბოლოოდ ნგრევის ან (რყევებს რომელი კავშირიც გაუძლებს) განახლებისა და მტკიცე ფუმდამენტის შექმნის. მიუხედავად ტკივილისა, გამოფხიზლებისთვის და ცხოვრების რადიკალური ცვლილებებისთვის ეს პერიოდი შესაძლოა საუკეთესო იყოს!
✋ ასევე საკმაოდ ეფექტურია ფინანსური თემებისა და მასშტაბების ზრდის კუთხით როგორც ინდივიდუალურად თითოეულისთვის, ასევე მასშტაბურად.
🔥 აკონტროლეთ ეგოიზმი და ამპარტავნება, ნუ გადაამეტებთ! განსაკუთრებით უახლოეს დღეებში ფრთხილად "ხმამაღალ" სიტყვებთან, მეტი სიგხიზლე გამოიჩინეთ გზებზე, ელექტრობასთან, ფეთქებად საშიშ ნივთიერებებთან თუ ტექნიკასთან, ცეცხლსასროლ იარაღთან და ზოგადად ცეცხლთან. არ გამოვრიცხავ მიწისძვრებსა და ხანძრებს.
👉მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, განსაკუთრებით გულსისხლძარღვთა სისტემას, კანს და გახსოვდეთ, რომ ნერვული სისტემა და ემოციური ფონი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წამყვანი რამაა ჯანმრთელობის საკითხებში. მოიმატებს სამედიცინო ოპერაციების რისკიც. ამ ყველაფერს ემატება იმპულსურობა, ხასიათცვალებადობა, რაც სირთულეების შემქმნელი შეიძლება იყოს ბევრი ადამიანისთვის.
🪽 დამუხტეთ წყალი და მინერალური ქვები, მთვარის შუქზე დააწყვეთ საფულეები (საღამოდან პიკამდე)
🌚სავსემთვარეობა გვაქვს ლომ-მერწყულის ღერძზე მე 7-ე გრადუსში, შესაბამისად უფრო გამოხატული ეს პერიოდი იქნება ლომი–მერწყული ასევე კურო–მორიელის ნიშნის დასაწყისში დაბადებულთათვის.
ვნახოთ თუ როგორი აისახება ეს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეული ნიშანზე: ♈♉♊♋♌♍♎♏♐♑♒♓
ვერძი
მატულობს თქვენი შარმი, ასევე ჩართულობა სოციალურ სივრცეებში. აქცენტირებულია მეგობრების თემა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, იმოქმედეთ გონივრულად სიახლეებთან დაკავშირებით, სხარტად მაგრამ გააზრებულად და სტრატეგიულად. ამ პერიოდში შესაძლოა არაერთი თანამოაზრე და მხარდამჭერი გაიცნოთ. დაგეგმეთ, განახორციელეთ, მონაწილეობა მიიღეთ სხვადასხვა ღონისძიებებში რადგან ახლა მშვენივრად წარმოაჩენთ საკუთარ თავს.
კურო
აქცენტირებულია კარიერასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე მნიშვნელოვანი თემები შეიძლება ეხებოდეს დედობის / მამობის საკითხს. მთავარია არ მოდუნდეთ, ახლა დასვენების დრო არ არის. თუ გსურთ დაწინაურება ან ახალ სამსახურში გადასვლა, მეტი დიპლომატიითა და გაბედულებით უნდა იმოქმედოთ. 15 აგვისტოს შემდეგ შესაძლოა ეფექტურად დაგვირგვიდეს გაჭიანურებული საკითხები.
ტყუპები
ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს, სამყაროსეულ მინიშნებებს. მიმდინარე პროცესები მთლიანად თქვენს მსოფლხედველობაზე აისახება. ნუ იქნებით სულსწრაფი, მაგრამ ნურც მოეშვებით. დაიმშვიდეთ ემოციური ფონი არომათერაპიის დახმარებით. თქვენთვის აქტუალურია განათლებასთან და ზოგადად უცხოეთთან, ასევე ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.
კირჩხიბი
სავსემთვარეობა თქვენთვის გარკვეულწილად ტრანსფორმაციული ხასიათის იქნება, მოემზადეთ ძირეული ცვლილებებისთვის, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დავებისა და სხვა პროცესების გადაჭრისთვის. გამოიყენეთ ეს დრო ფობიებზე და ღრმა კომპლექსებზე სამუშაოდ. ასევე კარგი პერიოდია ჩასახვისთვის.
ლომი
ახლა თქვენი დროა, მატულობს თქვენი შარმი, მაგნეტიზმი, ახალი შემოთავაზებები, ახალი პარტნიორები, როგორც პირად ასევე საქმიან სფეროში. მთავარია არ გადაამეტოთ, გამართლებულია მხოლოდ რეალიზებული ამბიციები! კარგად დაფიქრდით მოქმედებამდე, იაქტიურეთ, ახლა თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ!
ქალწული
დიდ, განსხვავებულ საქმეებს ახლა ნუ შეეჭიდებით, დაასრულეთ უკვე არსებული გეგმები, მალე თქვენი დრო დგება, იქამდე კი იმოქმედეთ ზომიერების ფარგლებში, ყურადღება მიაქციეთ ენერგოტონუსს, მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს, ნუ გადაიტვირთებით, ეფექტურია ამ პერიოდის გამოყენება გამაჯანსაღებელი და საპროფილაქტიკო პროცედურებისთვის, ასევე შინაურ ცხოველებზე ზრუნვისთვის. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
სასწორი
შემოქმედებითი განწყობა, ბევრი ფერები, სილაღე, ჰაერსაც კი სიყვარულის სუნი აქვს ახლა თქვენთვის! დატკბით ამ რეალობით, ნუ გაირთულებთ ცხოვრებას ნეგატიურ ადამიანებთან კომუნიკაციით, აქტუალურია ბავშვებთან დაკავშირებული თემები. შესაძლოა სამყარომ მალე თავად დაგაჯილდოოთ პატარით.
მორიელი
აქტუალური საკითხები შეეხება უძრავ ქონებას, მშობლებს, ოჯახს, სახლს, შესაძლოა სწორედ ახლა დაასრულოთ რემონტი ან გადაწყვიტოთ თანაცხოვრება საყვარელ ადამიანთან. მთავარია გქონდეთ ამის რწმენა. შეინარჩუნეთ ემოციური სიმშვიდე, ნუ იქნებით რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისას, დაფიქრდით იმაზე რომ თქვენი ცხოვრება თქვენივე ფიქრებისა და შიშების ანარეკლია.
მშვილდოსანი
გზები, აქტიურობა, კომუნიკაციები, ახალი ნაცნობობა, საინფორმაციო სივრცის გაფართოება. ახლა თქვენი მთავარი იარაღი თქვენი გამჭრიახობა და თქვენი ენაა! აწარმოე მოლაპარაკებები, იყავით მობილური, მაგრამ შოკის მომგვრელი სიახლეებით ნუ დასტრესავთ საყვარელ ადამიანებს. შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის!
თხის რქა
შესაძლოა სწორედ ახლა ჩაეყაროს საფუძველი საქმიანობას, რომელიც ახალ შემოსავალს მოგიტანთ, მატერიალური საკითხები მეტად აქტუალურია, თუმცა თავი შეიკავეთ საეჭვო პროექტებში ჩართულობისგან, რადგან წარუმატებლობის ალბათობა ახლა საკმაოდ დიდია. შესაძლოა ფინანსური საჩუქარი ან წახალისება სამსახურში ხელფასის დანამატის სახით. ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს, იყავით სათანადოდ აქტიური, რათა არ დაკარგოთ ამ არასტანდარტულ პერიოდში ხელსაყრელი შანსები.
მერწყული
ახლა სამყარო მთლიანად თქვენი მსგავსი არასტანდარტული, ბრწყინვალე, ასევე ნაწილობრივ შოკის მომგვრელი გზებით მოქმედებს! მთავარია სწორი სვლა, კარგი სტრატეგია და მეტი სიმშვიდე, ყველაფერი სასიკეთოდ იმუშავებს. აქტუალურია იმიჯთან, „მე“-სთან ასევე პარტნიორობის თემასთან დაკავშირებული საკითხები.
თევზები
მშვენიერი პერიოდია სულიერი პრაქტიკებისთვის, თვითჩაღრმავებისთვის, ახლა განსაკუთერებით ეფექტურია მედიტაციები, ვიზუალიზაცია. სამყაროსთან განსხვავებული კავშირი გაქვთ, შესაძლოა გარემო და ადამიანებიც თქვენზე გამაღიზიანებლად მოქმედებენ, ამიტომ ნუ დაღონდებით, გამოიყენეთ ეს ზეციური საჩუქარი ეფექტურად. გარდა ამისა შესაძლოა აქტუალური იყოს ემიგრაციის თემა, ან თავი დაიხსნათ რაღაც ხანგრძლივი იზოლაციიდან„, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: