
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 18 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
„ასტროლოგიური პროგნოზი -18 ივლისი
მთვარის დღე: 23 / 24
ფაზა: ბოლო მეოთხედი ვერძში / კუროში
ვერძი
გაექეცით უსინდისო ადამიანებს. მოისმინეთ თქვენი ინტუიცია და არ გაიმეოროთ ძველი შეცდომები.
კურო
დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდენით. სჯობს, რთულ თემებს თავი აარიდოთ.
ტყუპები
შეიკავეთ თავი ზედმეტი კომუნიკაციისგან. გადაავადეთ მოლაპარაკებები და გააანალიზეთ, რა გაწუხებთ.
კირჩხიბი
შეარჩიეთ პოზიტიური გარემო. ახალი საქმეები სჯობს სხვა დღისთვის გადადოთ.
ლომი
ემოციური გადაღლა მოსალოდნელია. პასუხისმგებლობიანი საქმე სჯობს გადადოთ.
ქალწული
დღეს სიმართლე ყველა სიტყვაში არ იქნება. გადაამოწმეთ ინფორმაცია და ნუ მოაწერთ ხელს დოკუმენტებს.
სასწორი
დაბალი ენერგია და ემოციური არასტაბილურობა. ნაკლებად დატვირთეთ თავი.
მორიელი
ნუ გააზვიადებთ პრობლემებს. დაასრულეთ დაწყებული საქმეები და დაისვენეთ.
მშვილდოსანი
გაგიჩნდებათ ახალი იდეები. იყავით ფხიზლად, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებებში.
თხის რქა
იმოქმედეთ დამოუკიდებლად, არ გაამჟღავნოთ სხვისი საიდუმლო.
მერწყული
თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან. დღეს ფინანსურ თემებში მეტი სიფრთხილეა საჭირო.
თევზები
ემოციური ფონი არასტაბილურია. მეტი სიმშვიდე და დასვენება გჭირდებათ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: