
ნატალია ბლიაძე 7 წლის იყო, როდესაც საბედისწერო დიაგნოზი დაუსვეს. მას შემდეგ 5 წელი გავიდა, ახლა ის 12 წლისაა და გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო.
მან მძიმე დღეები გაიხსენა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
„ძალიან აქტიური ბავშვობა მქონდა, ოჯახში გოგო მარტო მე ვიყავი. დავდიოდი მუსიკაზე, ტანვარჯიშზე, ბალეტზე, ვიყავი ჩოხოსანი, ძალიან თბილად მახსოვს, როგორ ვხვდებოდი პატრიარქს.
ერთ დღეს ძალიან ამტკივდა ფეხი, დედაჩემი ძალიან მზრუნველია, ყოველთვის დავყავდი ექიმებთან, სულ მიფრთხილდებოდა.
შემდეგ ფეხს საერთოდ ვეღარ ვდგამდი, ვეღარ დავდიოდი და მიმიყვანეს თბილისში ექიმთან, სადაც დიაგნოზი - ოსტეო სარკომა დამისვეს. გადარჩენის შანსი 1% იყო.
ისრაელში ძალიან ბევრი ქიმიოთერაპია, 14 ოპერაცია ჩავიტარე. უფლის წყალობით, არ შემიძლია ვიწუწუნო, აქამდეც რომ მოვედი ძალიან მადლიერი ვარ.
დედა მასწავლიდა და მეუბნებოდა, ჩემზე მეტად უნდა გიყვარდეს ჩვენი სამშობლოო, მიწასთან ამბორი ჩემთვის იმ სურნელის მონატრება, ჩვენი წმინდა მიწის მონატრებაა.
სიმართლე გითხრათ, სიკვდილის არ მეშინოდა, რადგან ისეთ ასაკში ვიყავი, უფალს რომ გავეყვანე, გააზრებული ცოდვა არ მქონდა ჩადენილი, პატარა ვიყავი“, - ამბობს ნატალია ბლიაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: