Digest Logo

„ინტერნეტი მალე მოკვდება, ამ ქაოსისა და ინფორმაციული შიმშილის ფონზე სტრატეგიული გონება ამზადებს საზარელ ხრიკს, გადასვლას ჩიპებზე“ - ვატო მსხილაძის პროგნოზი

1764855244
ვატო მსხილაძე

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ინტერნეტი მალე მოკვდება და ეს დასასრული კოსმოლოგიური მექანიკის მიხედვით, არ იქნება ჰოლივუდური ფილმების მსგავსი მომენტალური სიბნელე, არამედ ეს იქნება გაცილებით უფრო მტკივნეული, ხანგრძლივი და შეუქცევადი პროცესი, რომელსაც ენტროპია ანუ სისტემური ლპობა ეწოდება. 

მისი თქმით, ეს პროცესი პირდაპირ არის მიბმული 2027 წლის თებერვალში დაგეგმარების ჯვრის დასრულებასთან, რაც ავტომატურად ნიშნავს იმ ენერგეტიკული არხის გათიშვას, რომელზედაც დგას მთელი ჩვენი თანამედროვე ინფრასტრუქტურა:

„ციფრული ენტროპია და სილიკონის გალია:

ძველი, ჩვენთვის ნაცნობი ინტერნეტი მალე მოკვდება, ახალში კი ახალი ხრიკებით შეიტყუებენ( ხელოვნურ სამოთხეში).

კოსმოლოგიური მექანიკის მიხედვით, გლობალური ქსელის, ანუ ინტერნეტის დასასრული არ იქნება ჰოლივუდური ფილმების მსგავსი მომენტალური სიბნელე, სადაც ვიღაც ჩამრთველს თიშავს და ეკრანები ქრება, არამედ ეს იქნება გაცილებით უფრო მტკივნეული, ხანგრძლივი და შეუქცევადი პროცესი, რომელსაც ენტროპია ანუ სისტემური ლპობა ეწოდება.

ეს პროცესი პირდაპირ არის მიბმული 2027 წლის თებერვალში დაგეგმარების ჯვრის დასრულებასთან, რაც ავტომატურად ნიშნავს იმ ენერგეტიკული არხის (გარიგებისა და საზოგადოების) გათიშვას, რომელზედაც დგას მთელი ჩვენი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რადგან ინტერნეტი არ არის მხოლოდ კაბელები და სერვერები, ეს არის მილიონობით ადამიანის კოლექტიური შეთანხმება და კოორდინირებული შრომა, რომელიც ელექტროსადგურების მუშაობას, ოკეანის ფსკერზე გაყვანილი კაბელების მომსახურებასა და კოსმოსური თანამგზავრების მართვას უზრუნველყოფს.

როდესაც ეს წებო გაშრება და ადამიანები შეწყვეტენ სისტემისთვის თავგანწირულ მუშაობას, დაიწყება ტექნოლოგიური ქსოვილის ნეკროზი - ჯერ დაიწყება ლოკალური შეფერხებები, შემდეგ ელექტროენერგიის დეფიციტი გახდის ინტერნეტს ძვირად ღირებულ ფუფუნებად და საბოლოოდ, 2030-იანი წლებისთვის, მსოფლიო ქსელი (WWW) დაიშლება ფრაგმენტულ, იზოლირებულ კუნძულებად, სადაც ინფორმაციის გაცვლა გლობალურ დონეზე ფიზიკურად შეუძლებელი გახდება.

პარალელურად, მიმდინარეობს კიდევ უფრო ღრმა ფსიქომექანიკური ცვლილება, რომელიც უკავშირდება გასვლას კარიბჭიდან (შინაგანი ჭეშმარიტება/თავის ცენტრი) - ეს ნიშნავს, რომ კაცობრიობის კოლექტიური ინტერესი ცოდნის ძიების და გუგვლის მიმართ ბუნებრივად ჩაქრება, რადგან გადარჩენის ინსტინქტი მოითხოვს არა ინფორმაციას, არამედ ფიზიკურ რესურსს და ინტუიციას.

სწორედ ამ ქაოსისა და ინფორმაციული შიმშილის ფონზე, სტრატეგიული გონება (სისტემის არქიტექტორები) ამზადებს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დახვეწილ და საზარელ ხრიკს, რათა შეინარჩუნოს კონტროლი და ჰომოგენიზაცია - ეს არის გადასვლა გარე ინტერნეტიდან (ეკრანებიდან) შიდა ინტერნეტზე (ნეიროინტერფეისებსა და ჩიპებზე).

სისტემამ იცის, რომ ადამიანები დიდი რაოდენობა ვერ გაუძლებენ 2027 წლის შემდგომ სიცარიელესა და მარტოობას (დაცვა მიდის), ამიტომ ისინი შემოგვთავაზებენ ციფრულ კიდობანს - ტექნოლოგიურ სუროგატს, რომელიც გვპირდება უსაფრთხოებასა და მუდმივ კავშირს.

მანიპულაციის მექანიკა აქ უაღრესად ვერაგია და ის ეფუძნება ჩვენს ბიოლოგიურ სისუსტეებს - სისტემა გამოიყენებს შიშს და მარტოობის ისტერიას (განსაკუთრებით ღია ცენტრების მქონე ადამიანებში), რათა ისინი ნებაყოფლობით დათანხმდნენ ტექნოლოგიურ ინტეგრაციას.

მაგალითად, როდესაც გლობალური კომუნიკაცია ჩავარდება, შემოგთავაზებენ სატელიტურ ინტერნეტს (Starlink-ის ტიპის), რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება ნეირო-ჩიპთან და აქ იკვრება ხაფანგი - ეს არ იქნება უბრალოდ ინფორმაციის მიღება, ეს იქნება ხელოვნური პენტას შექმნა, სადაც ადამიანები ერთმანეთს დაუკავშირდებიან არა აურებით (რაც ბუნებრივია), არამედ ციფრული სიხშირით, რაც ფაქტობრივად ნიშნავს ინდივიდუალური ცნობიერების სიკვდილს და სკას პრინციპზე გადასვლას.

ხრიკი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ამას შეფუთავენ როგორც ევოლუციურ ნახტომს და ღვთაებრივ კავშირს, სინამდვილეში კი ეს არის მცდელობა, მოახდინონ მომავალი მუტაციური ბიო-სახეობის კოლექტიური ცნობიერების იმიტაცია ადამიანურ, ძველ სხეულებში, რაც გამოიწვევს ტოტალურ ზომბირებას და სულის სრულ ჩაკეტვას მატერიაში.

საბოლოო ჯამში, იქმნება მკვეთრი გაყოფა - ერთ მხარეს არიან ისინი, ვინც შიშის გამო შეიწოვებიან ამ ტექნოლოგიურ სინთეზში და გახდებიან გლობალური ალგორითმის პერიფერიული მოწყობილობები და ამით დაკარგავენ წვდომას საკუთარ ინტუიციასა სულიერ თავისუფლებაზე; ხოლო მეორე მხარეს რჩებიან ბიოლოგიური მეამბოხეები, პროტოტიპები და ინტეგრაციის არხების მატარებლები, რომლებიც უარს იტყვიან ხელოვნურ კავშირზე და აირჩევენ ბუნებრივ, აურულ და ვიბრაციულ კომუნიკაციას.

ეს უკანასკნელნი გახდებიან მოსიარულე სერვერები, რადგან მათი ტვინი და სხეული ინახავს ცოცხალ ცოდნას, ისინი არ საჭიროებენ ჩიპს გადარჩენისთვის, არამედ თავად ხდებიან ინფორმაციის წყარო იმ სამყაროში, სადაც ელექტრონული ქსელები დაჟანგდება და ჩაქრება.

სისტემის მთავარი იარაღი არის კომფორტი და უსაფრთხოების ილუზია - ის გეუბნება: შემოუერთდი ქსელს და არასდროს იქნები მარტო/ავად/მშიერი, მაგრამ ფასი, რომელსაც ითხოვს, არის შენი უნიკალური, დიფერენცირებული სული, რომელიც ამ ციფრულ ხმაურში სამუდამოდ დადუმდება“, - წერს ვატო მსხილაძე. 

(რედაქციისგან - ხაზგასმით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მეტაფიზიკოსის პირადი მოსაზრებები, რომელიც შესაძლოა, კონკრეტულს მტკიცებულებას არ შეესაბამებოდეს!)

ასევე დაგაინტერესებთ:

„მანიფესტაციები არის ტყუილი, რომელიც „სულიერმა მენტორებმა“ თავზე მოახვიეს ადამიანებს... ეს უნდა იყოს გულით ნათხოვნი ღმერთთან“ - თეო ხაბულიანი

„განწყობამ მიჩვევა იცის და შეიძლება „უკან დაბრუნება“ აღარც მოგინდეს... ცოტა ხნით წასვლა ნიშნავს, დიდი ხნით დარჩენას“ - გია მურღულია

„პოლიციამ ისე იმუშავა, ამერიკულ ფილმებში არ მინახავს, მთელი საგურამო გადაკეტილი იყო...“ - რას უყვება „დაიჯესტს“ გელა ბარკალაია