Digest Logo

„მანიფესტაციები არის ტყუილი, რომელიც „სულიერმა მენტორებმა“ თავზე მოახვიეს ადამიანებს... ეს უნდა იყოს გულით ნათხოვნი ღმერთთან“ - თეო ხაბულიანი

1764851476
თეო ხაბულიანი

პიროვნული ზრდის სპეციალისტი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მანიფესტაციები და ვიზუალიზაციები არის ტყუილი, რომელიც თანამედროვე სულიერმა მენტორებმა თავზე მოახვიეს ადამიანებს.

მისი თქმით, სულიერი მენტორები ხელოვნურ ინტელექტს აწერინებენ მანიფესტაციებს, აფირმაციებს და შემდეგ ყიდიან ამას იმ ადამიანებზე, ვინც დაბნეულია და ასეთ იმედებს ეჭიდება:

„მანიფესტაციები და ვიზუალიზაციები არის ტყუილი, რომელიც თანამედროვე სულიერმა მენტორებმა თავზე მოახვიეს ადამიანებს. ბევრჯერ იძახეო რომ „მე ეს მექნებაო და შენ ის აუცილებლად გექნებაო“ აჯერებენ ხალხს.

მეგობრებო, ჩვენ ყოველთვის ის მოგვდის, რასაც ღმერთი ინებებს და რასაც შევესაბამებით ჩვენი ვიბრაციით.

ამას ამართლებენ იმით, რომ ფიქრი ქმნისო ყველაფერს და რომ იმანიფესტირებთ მოიზიდავთო, მაგრამ სამყაროს კანონებში სხვანაირადაა, შენ იზიდავ იმას რასაც შეესაბამება შენი მოცემულობა და იმას, რასაც სამყარო თვლის რომ გჭირდება სულიერი ზრდისთვის ან წინსვლისთვის.

დააწერინებენ ხელოვნურ ინტელექტს მანიფესტაციებს აფირმაციებს და შემდეგ ყიდიან ამას იმ ადამიანებზე, ვინც დაბნეულია და ასეთ იმედებს ეჭიდება.

არავის მოატყუებინოთ თავი, ხსნა მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობაშია. რა თქმა უნდა ნეგატიური პროგრამის გადაწერა და შენი ფიქრის შეცვლა ქვეცნობიერში ცვლილებებს იწვევს, მაგრამ ზეპირსიტყვიერად უშინაარსოდ რომ ვიძახოთ: „მე ეს მექნება“, „მე ის მექნებაო“, როგორც მანიფესტაციებშია, ეს ასე ვერ იქნება და შემდეგ მოლოდინი გიცრუვდებათ და იმედს კარგავთ.

ამიტომ, იმედი მხოლოდ ღმერთის იქონიეთ და საკუთარი თავის და არანაირი გარე მხსნელის ძებნაში და სულიერი მენტორების მანიფესტაციების ყიდვით.

ასევეა ვიზუალიზაცია, წარმოიდგინეთო რომ ოქროსფერი ბურთი შემოდის თქვენს სხეულში და წმენდსო მთელს თქვენს უჯრედებსო, როგორ უნდა წარმოიდგინოს ეს ადამიანმა, ვინც შფოთში ტკივილში შიშშია და არ გამოუღვიძია, ეს ხდება ხოლმე მხოლოდ ილუზია და უკან გადადგმული ნაბიჯი, ილუზიების ნგრევით იწყება ჭეშმარიტების აღმოჩენა.

ამიტომ თქვენს დროს ენერგიას და ფინანსებს ნუ დაუთმობთ ცრუ მასწავლებლების ბიზნესს, გულს მიენდეთ, ღმერთს მიენდეთ, სამყაროს მიენდეთ, ანუ მანიფესტაცია და ვიზუალიზაცია დღეს კომერციულად შეფუთული ილუზიაა, რომელსაც თანამედროვე „სულიერი მასწავლებლები“ ადამიანებს თავს ახვევენ.

გვპირდებიან, რომ თუ რაღაცას ხშირად ვიტყვით ან წარმოვიდგენთ, ის აუცილებლად მოხდება.

თითქოს მხოლოდ სიტყვა და ფიქრი არის საკმარისი, რომ რეალობა მოერგოს ჩვენს სურვილებს, მაგრამ სამყაროს კანონები ასე მარტივად არ მუშაობს.

ჩვენი ცხოვრება არ იმართება მხოლოდ სურვილებით. ჩვენკენ მოდის ის, რასაც შევესაბამებით, ჩვენი შინაგანი მდგომარეობით, ვიბრაციით, მიღწეული განვითარების დონით. და მოდის ის, რასაც ღმერთი ჩვენს სულს საჭირო გამოცდილებად მიიჩნევს ზრდისთვის, გაღვიძებისთვის, სიღრმის გაშლისთვის.

ისინი ყიდიან ილუზიურ იმედებს და იქმნება მასობრივი ბაზარი, სადაც ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებული აფირმაციები, ფრაზები და ვიზუალიზაციები იყიდება როგორც „სასწაული“. და ბევრიც ეჭიდება ამ იმედებს, რადგან დაბნეულია, მტკივნეული გამოცდილებები აქვს და სურს გამოსავალი იპოვოს.

ვიცი ამ პოსტს ბევრი სულიერი მენტორი კითხულობთ და მხოლოდ სიყვარულით მოგმართავთ თქვენც, რომ იმსახურეთ ადამიანებისთვის, მაგრამ გულით და არ უყუროთ მათ, როგორც ბიზნესს.

ვიცი ეს პოსტი, რასაც გამოიწვევს და ზუსტად ეგაა ჩემი მიზანიც - ვიყიდო მანიფესტაცია, რომელშიც წერია მომეცი სამყარო მე მილიონიო არ მუშაობს, თხოვნა არ უნდა იყოს ვაჭრობა სამყაროსთან, ის უნდა იყოს გულით ნათხოვნი ღმერთთან.

იმის თქმა მინდა, რომ ადამიანებზე რასაც ყიდიან სულიერი მენტორები და ეუბნებიან ესენი იმეორეთ და თქვენი ცხოვრება შეიცვლება და უბედურები აღარ იქნებითო, ეგ ეგრე არ მუშაობს რომ დაზეპირებული ვიმეოროთ, მთავარი ის კი არაა, რა სიტყვებს ვიტყვით ზეპირად, მთავარი ის გულია, რითაც შევთხოვთ ღმერთს ამას და ის ზრახვა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მოცემულობით კანონებს.

როგორ შეიძლება იყიდო რწმენა?

ის შიგნიდან მოდის.

ხნა საკუთარი თავის შეცნობაშია“, - წერს თეო ხაბულიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„განწყობამ მიჩვევა იცის და შეიძლება „უკან დაბრუნება“ აღარც მოგინდეს... ცოტა ხნით წასვლა ნიშნავს, დიდი ხნით დარჩენას“ - გია მურღულია

„პოლიციამ ისე იმუშავა, ამერიკულ ფილმებში არ მინახავს, მთელი საგურამო გადაკეტილი იყო...“ - რას უყვება „დაიჯესტს“ გელა ბარკალაია

„12.12 კოდი იხსნება და გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, წლის გარდამტეხი და საკრალური დღეა!“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი