
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში საზოგადოებას 19 თებერვლის ასტროლოგიურ ტენდენციებსა და რჩევებს უზიარებს, თუ რისი გაკეთება სჯობს ან თავის შეკავება ამ დღეს.
„ჩემო ასტროლოგიურო მეგობრებო, ხვალინდელ დღეზე უნდა გესაუბროთ, 19 თებერვალზე!
ეს დღე გამოირჩევა დინამიკური ენერგიებით, აქ ერთმანეთს ერწყმის მორიელის მთვარით გამოწვეული სიმძაფრეც, მარსისგან წამოსული აქტიური ქმედების სურვილიც და ურანის მოულოდნელობებიც.
იმისათვის, რომ დღე დავაბალანსოთ, უნდა გამოვიყენოთ სატურნის დისციპლინა, ხოლო მარსისაგან პასუხისმგებლობის ლიდერულად ჩვენ თავზე აღების უნარი ვისესხოთ, რათა უეცარმა ცვლილებებმა პრობლემები ვეღარ შეგვიქმნან.
მაშ, ასე - ასტროლოგიური პროგნოზი 19 თებერვლისთვის.
მთვარის ნიშანი: მორიელი
მთვარის 21-ე დღე. სიმბოლო – ცხენი, მუსტანგების რემა. ცხენი იმედის, მიზნისკენ აქტიური სწრაფვის, რაინდობის, გულწრფელობისა და ძმობის სიმბოლოა. ამ დღეს ახასიათებს ნებაყოფლობითი თავგანწირვა, ვაჟკაცობა, უშიშრობა და საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა. ჯგუფური, გუნდური სამუშაოები წარმატებული იქნება. უნდა იყოთ სამართლიანი და პატიოსანი. ამ მთვარის დღეს წარმატებული იქნება მოგზაურობის დაწყება ან ახალ სამუშაოზე გადასვლა. სასარგებლო იქნება ფიზიკური ვარჯიში და წყლის პროცედურები, იარეთ ფეხით, ჰაერზე ისეირნეთ.
ასპექტები :☽ მთვარე ∆
მარსი (ჰარმონიული)☽ მთვარე ∆ ♄ სატურნი (სტაბილურობა)☽ მთვარე ☍ ♅ ურანი (დაძაბულობა)
1. ბიზნესი და ფინანსები
შეგიძლიათ მიიღოთ საინტერესო შეთავაზებები; წარმატებულია უფროსებთან კონტაქტი. საუკეთესო დღეა მათთვის, ვინც სამუშაოს ეძებს. ძალიან კარგია ახალ სამსახურში გადასვლა. წარმატებული იქნება არა მხოლოდ სამსახურის შეცვლა, არამედ თანამდებობის ან პროფესიის შეცვლაც კი.
მთვარის ასპექტები ხელს უწყობს სტრატეგიულ მოქმედებებს. თამამი გადაწყვეტილებები შეიძლება წარმატებით განხორციელდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია რისკების გაანალიზება. ურანის გვთავაზობს მოულოდნელ ცვლილებებს (მაგ., ბიზნესს პარტნიორისგან გაუთვალისწინებელი მოთხოვნა ან ბაზრის რყევები).
რეკომენდაცია: იყავით მზად ადაპტაციისთვის. ცუდი დღეა ფრენებისათვის.
2. სიყვარული
თუ პირველი პაემანი გაქვთ ოცდამეერთე მთვარის დღეს, ჩათვალეთ, რომ ძალიან იღბლიანი ხართ. ეს ურთიერთობები ხშირად სერიოზულ ურთიერთობებში გადაიზარდება ხოლმე. მორიელის მთვარე ძლიერ ემოციურობას იწვევს. ტრიგონი მარსთან გაზრდის ვნებებს, მართალია ურანის ოპოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები ან გაუგებრობა პარტნიორთან. სამაგიეროდ სატურნის ჰარმონია ხელს უწყობს სტაბილურობის შენარჩუნებას.
რეკომენდაცია: აღარ გაამწვავოთ სიტუაციები – შეეცადეთ ემოციები მშვიდად გამოხატოთ.
3. საოჯახო საქმეები
პასუხისმგებლობის განცდა ოჯახის წევრების მიმართ. ძველი ჭრილობების ან არ გადაჭრილი საკითხების ხელახლა გამოვლენა. მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი ამბები.
რეკომენდაცია: მოერიდეთ დენთან მუშაობას.
შესაძლოა წყობიდან გამოვიდეს ტექნიკა. მთვარე დღეს წარმოუდგენელ ფიზიკურ ძალას გვაძლევს და ნებისმიერი საკითხი საკმაოდ მარტივად წყდება. დიასახლისებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს საუკეთესო დღეა საკვების კონსერვაციისათვის.
4. საყიდლები
მოსალოდნელია იმპულსური შესყიდვები, განსაკუთრებით ტექნიკის ან სპორტული ნივთების სფეროში. სჯობს გავითვალისწინოთ ბიუჯეტი და არ გავაკეთოთ ზედმეტი ხარჯები. ამ დღეს ნუ შეიძენთ ტექნიკას. ასევე მოსალოდნელია სხვადასხვა ტექნიკური პრობლემები ან ონლაინ გარიგების წარუმატებლობა
რეკომენდაცია: შეამოწმეთ პროდუქტის ხარისხი და გარანტია.
5. ჯანმრთელობა
ამ პერიოდში ყველაზე მეტად სასქესო ორგანოებია რისკის ქვეშ. სექსუალური გადატვირთვა მიუღებელია; შესაძლებელია ისეთი დაავადებების გამწვავება, როგორიცაა ჰემოროი და ყაბზობა, მათი მკურნალობა უკუნაჩვენებია. მოერიდეთ ცხიმიან და ცხარე საკვებს.
საპირისპირო ნიშანია კურო – ამ დღეებში შეგიძლიათ ენდოკრინული სისტემის (გარდა პროსტატის ჯირკვლის), ასევე ყელის და ზედა სასუნთქი გზების მკურნალობა“,- აცხადებს ასტროლოგი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ უნდა მივაყოლოთ ყავას წყალი? - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
⭕„იღბლიანი ვარ, მაგრამ ერთი სერიოზული ნაკლი მაქვს...“ - როლანდ ოქროპირიძე