იცოდი, რომ შენი დაბადების რიცხვი ბევრ რამეს ამბობს შენზე?!...
🔮 იპოვე შენი დაბადების თარიღი:
🥇 1-ლი ჯგუფი: „მაქსიმალისტები“ (1, 5, 8, 10, 14, 17, 19, 26, 30).
მათთვის შუალედი არ არსებობს: ან მათი მთელი სამყარო ხარ, ან საერთოდ არ არსებობ. არ თამაშობენ – თუ აგირჩიეს, ერთგულება ბოლომდე იციან, მაგრამ თუ უღალატებ, უკან დასაბრუნებელ გზას სამუდამოდ კეტავენ. მათი მთავარი შიშია, რომ პირველებმა ისინი არ მიატოვონ.
🥈 მე-2 ჯგუფი: „დამკვირვებლები“ (4, 9, 13, 18, 23, 27.
ზედაპირული გრძნობები მათთვის უცხოა. სანამ გულს გაგიღებენ, ჯერ გაკვირდებიან და გაანალიზებენ. თუ გითხრეს „მიყვარხარ“, ეს გააზრებული არჩევანია, მაგრამ თუ წასვლა გადაწყვიტეს – უხმაუროდ და ცივად ქრებიან. ყველაზე მეტად სისუსტის გამოჩენის და ტკივილის მიყენების ეშინიათ.
🥉 მე-3 ჯგუფი: „მისტიკური სულები“ (3, 7, 12, 16, 21, 22, 25, 28).
ჩვეულებრივი ურთიერთობა მათ არ აკმაყოფილებთ – მათ ვნება, სიღრმე და აზრი სჭირდებათ. გარეგნულად შესაძლოა ცივები ჩანდნენ, მაგრამ შიგნით ნამდვილი ცეცხლი უზით. თუ იპოვეს „თავისი“ ადამიანი, ეს კავშირი ბედისწერის დონეზეა. მათი ფარული შიშია, რომ ხალხი მათ ნამდვილ სახეს არ მიიღებს.
🍀 მე-4 ჯგუფი: „თავდავიწყებით მოყვარულები“ (2, 6, 11, 15, 20, 24, 29, 31).
ეს სიყვარულის ყველაზე სუფთა და უანგარო ფორმაა. მათ შეუძლიათ მთელი სამყარო ერთ ადამიანში დაიტიონ. იციან პატიება, ლოდინი და გაგება. ხშირად ბევრად მეტს გასცემენ, ვიდრე იღებენ. ყველაზე მეტად იმ მომენტის დადგომის ეშინიათ, როცა მათ სიყვარულს აღარავინ უპასუხებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ურანი ტყუპებში - ლილიტი მშვილდოსანში: 10 თემა, რომელიც ამ ღერძით აქტიურდება
⭕როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გსურთ, რომ პასუხი თქვენს კითხვებზე უმაღლესი ძალებისგან მიიღოთ