„ივნისის ასტრო-ნავიგაცია: უკურსო მთვარის ზუსტი განრიგი“ - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი და ფსიქოლოგი რამაზ გიგაური გვთავაზობს:
„წარმოიდგინეთ, რომ მანქანით შორ გზაზე მიდიხართ და რადიოში მუსიკას უსმენთ. მოულოდნელად, სიგნალი იკარგება და ეთერში მხოლოდ შრიალი, ე.წ. „თეთრი ხმაური“ შემოდის. მიმღები ჩართულია, აპარატურა გამართულად მუშაობს, მაგრამ მუსიკის ხმა აღარ მოდის. სივრცე ცარიელია.
ასტროლოგიურ ენაზე ამ მდგომარეობას „უკურსო მთვარე“ (Moon Void of Course) ჰქვია.
რა ხდება ამ დროს კოსმოსში? მთვარე ერთ კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშანში მოძრაობას ასრულებს, თუმცა მომდევნო ნიშანში გადასვლამდე სხვა პლანეტებთან ყოველგვარ ასპექტს და ენერგეტიკულ კავშირსა წყვეტს. კოსმოსური „რადიოტალღა“ ითიშება. ეს არის პერიოდი, როდესაც მოვლენებთან მიმართებაში ლოგიკურ ჯაჭვი წყდება, მიზანმიმართული ქმედებები ჰაერში იფანტება და მცდელობებს თითქოს აზრი ეკარგება.
იმისათვის, რომ ივნისის თვე ენერგიის ფუჭი ხარჯვისა და მცდარი გადაწყვეტილებების გარეშე გაიაროთ, გთავაზობთ მიმდინარე თვის ასტრო-ნავიგაციას:
🛑 რას ვბლოკავთ კატეგორიულად? ამ საათებში ინიცირებული ნებისმიერი საქმე წინასწარაა განწირული გაუგებრობისთვის ან სრული მარცხისთვის.
- ფინანსური ინვესტიციები და მსხვილი შენაძენი: არ არის სასურველი ძვირადღირებული ტექნიკის, ავტომობილის ან უძრავი ქონების შეძენა. ამ დროს ნაყიდი ნივთი შესაძლოა მწყობრიდან მალე გამოვიდეს, ფარული დეფექტი აღმოაჩნდეს, ან მიხვდებით, რომ ფული ტყუილად გადაყარეთ.
- ბიზნესი და იურიდიული შეთანხმებები: არ მოაწეროთ ხელი დოკუმენტებს და ახალ პარტნიორებთან მოლაპარაკებები არ დაიწყოთ. შეთანხმება აუცილებლად დაირღვევა ან გამოჩნდება რაიმე უსიამოვნო პუნქტი, რომელიც თავიდან ვერ შეამჩნიეთ.
- ურთიერთობების გარკვევა და ახალი კავშირები: ნუ შეეცდებით საყვარელ ადამიანთან პრინციპულ თემებზე საუბარს — თქვენი სიტყვები ადრესატამდე დამახინჯებულად მივა. ასევე, ამ დროს დაწყებულ ახალ ნაცნობობას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.
- სამედიცინო მანიპულაციები: თუ ვითარება გადაუდებელი არ არის, მოერიდეთ გეგმიურ ოპერაციებს, რთულ კოსმეტოლოგიურ პროცედურებსა და დიაგნოსტიკას. სამედიცინო ცდომილების რისკი ამ საათებში შედარებით მაღალია.
- კარიერული ნახტომი: არ გაგზავნოთ CV, არ ჩანიშნოთ გასაუბრება და ნუ დაელაპარაკებით ხელმძღვანელს ხელფასის მომატებაზე. თქვენი ინიციატივა რეზენტაციები და პრემიერები: არ ჩაუშვათ ახალი პროდუქტი, პროექტი ან რეკლამა. საინფორმაციო ვაკუუმში გაშვებულ მესიჯს აუდიტორია ვერ მიიღებს.
🟢 როგორ ვიყენებთ ამ ვაკუუმს ჩვენს სასარგებლოდ? „თეთრი ხმაურის“ პერიოდი იდეალურია მათთვის, ვინც აცნობიერებს სტრატეგიული პაუზის ძალას.
- რუტინის დასრულება: იდეალური დროა იმ ყოველდღიური, მექანიკური საქმეების მოსაშორებლად, რომლებიც დიდი ხანია დაგიგროვდათ. დაალაგეთ საბუთები, უპასუხეთ ძველ წერილებს — აკეთეთ ის, რასაც ინტელექტუალური დაძაბულობა არ სჭირდება.
- კონფლიქტების გაყინვა: თუ ვინმესთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, ამ დროს წამოწყებული დავა თავისით ჩაქრება. ენერგიის ნაკლებობის გამო, სიტუაციას ესკალაციის საფრთხე აღარ ემუქრება.
- რადიკალური წმენდა: სივრცე გაათავისუფლეთ: გადაყარეთ უსარგებლო ნივთები, გაასუფთავეთ ტელეფონი ციფრული ნაგვისგან და ტოქსიკური კავშირები გაწყვიტეთ. ენერგეტიკული ვაკუუმი წარსულის ნეგატიურ ენერგიას საუკეთესოდ „ისრუტავს“.
- შემოქმედებითი ქაოსი: რადგან მკაცრი ლოგიკა ახლა არ მუშაობს, მიეცით ფანტაზიას თავისუფლება. წერეთ შავი მონახაზები, მოიფიქრეთ იდეები, თუმცა მათ სისტემატიზაციას ნუ შეეცდებით. ამას მთვარის კურსზე დაბრუნების შემდეგ მარტივად შეძლებთ.
- სრული გადატვირთვა: მიეცით ფსიქიკას სრული განტვირთვის უფლება. ყველაზე ნათელი იდეები სწორედ მაშინ იბადება, როცა ორგანიზმს იძულებითი დასვენების საშუალებას აძლევთ.
ქვემოთ მოცემულია ივნისის უკურსო მთვარის ზუსტი განრიგი (თბილისის დროით). შეინახეთ ეს კალენდარი და გამოიყენეთ ის, როგორც პერსონალური ნავიგატორი, რათა ზუსტად იცოდეთ, როდის წახვიდეთ წინ და როდის აიღოთ დროებითი პაუზა.
📅 ივნისის უკურსო მთვარის კალენდარი:
31.05.2026 17:21 - 02.06.2026 05:19
4.06.2026 07:04 - 04.06.2026 17:45
5.06.2026 23:50 - 07.06.2026 04:42
9.06.2026 04:38 - 09.06.2026 12:33
11.06.2026 12:22 - 11.06.2026 16:28
13.06.2026 11:30 - 13.06.2026 17:06
15.06.2026 06:54 - 15.06.2026 16:14
17.06.2026 11:40 - 17.06.2026 16:05
19.06.2026 15:30 - 19.06.2026 18:37
21.06.2026 21:33 - 22.06.2026 00:55
24.06.2026 08:11 - 24.06.2026 10:43
26.06.2026 21:10 - 26.06.2026 22:41
28.06.2026 09:04 - 29.06.2026 11:18“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ საფრანგეთში, „პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა
წყარო: www.patreon.com