„სიყვარულის, ქალურობის, ფინანსების პლანეტა ვენერა შევიდა 2026 წლის რეტროგრადულობის საფეხურზე, საიდანაც 3 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე უკუსვლით იმოძრავებს მორიელი-სასწორის ზოდიაქოში“, - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ასტროლოგი ხატია ბედოშვილი გვიზიარებს:
✨ სამყარო ყოველ წელიწად-ნახევარში ერთხელ გვთავაზობს გადავხედოთ ჩვენს ღირებულებათა სისტემას, გამოვასწოროთ შეცდომები და გადავიდეთ ახალ განვითარების ეტაპზე.
• ფინანსური თვალსაზრისით უნდა ვერიდოთ საეჭვო გარემოებებს და არ გავრისკოთ.
✨ მომავალი ორი თვის მანძილზე, კარმა დაგიბრუნებთ იმ მატერიალურ რესურსს, რომელიც უსამართლოდ დაკარგეთ და წაიღებს იმას, რაც თქვენი არ არის. უმჯობესია ვიყოთ დამკვირვებლის პოზიციაში და განვითარებული მოვლენების შესაბამისად ადაპტირდეთ.
• არ ღირს ახალი საქმეების წამოწყება, თუ წინასწარ არ გქონდათ დაგეგმილი.
• მიმდინარე პერიოდი ძველ სისტემებს შლის, პოულობს ნაკლებს და გვაიძულებს ახალი მიდგომები დავნერგოთ და შეცდომებს თვალი გავუსწოროთ.
✨ შესაძლოა ბევრ ადამიანს გაუჩნდეს იმიჯის რადიკალური ცვლილებების სურვილი, თუმცა არ გირჩევთ.
✨ დაბრუნდებიან ძველი სასიყვარულო პარტნიორები. ისინი, ვის მიმართაც შაბლონი არ გაქვთ დახურული და რეალური წერტილი ჯერ არ დაგისვამთ ქვეცნობიერ დონეზე. მიიზიდავთ ზუსტად იმ სიტუაციას და მდგომარეობას, რაზედაც ხართ რეალურად თანახმა ქვეცნობიერ დონეზე, ერთი ერთზე საკუთარ თავთან.
✨ პერიოდი დაგანახვებთ, რეალურად რა გემეტებათ საკუთარი თავისთვის პარტნიორულ ურთიერთობებში, რისი მიზანიც თქვენი ღირებულებებითა სისტემის ცვლილება და სუფთა, ცივი გონებით გაანალიზებაა რეალურად რა გსურთ, რაზე ხართ თანახმა. პარტნიორი ამ პერიოდში იქნება სარკე, რამდენად გიყვართ საკუთარი თავი. ამის შესაბამისად უნდა შეცვალოთ მიდგომები და არ იომოთ გარეთ, პირიქით პრობლემა თქვენში შეგიძლიათ გადაჭრათ.
🌎 მსოფლიოში პოლიტიკური მდგომარეობა შეიცვლება, დაიწყება დრომოჭმული, უსარგებლო გაერთიანებების რღვევა და საფუძველი ჩაეყრება ახალ კავშირებს. ფინანსური სისტემების ახალ ეტაპზე გადასვლას ჩაეყრება საფუძველი, რაც საწინდარი გახდება ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის დამყარების, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებმა თანასწორობაში იცხოვრონ.
✨ პერიოდის მიზანია დავინახოთ ძველი შეცდომები და შევცვალოთ მიდგომები. ჯიუტად ძველზე გაჩერება ყოველდღიურად დაამძიმებს მდგომარეობას. გაუშვით, რაც აღარ მუშაობს და გამონთავისუფლებული ენერგიით, მიიღებთ იმას, რაც კეთილდღეობას მოგიტანთ, როგორც ფინანსურად, ასევე ურთიერთობებში“, - წერს ხატია ბედოშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: