Digest Logo

ხატია ბედოშვილი: „ნუ გახდებით თაღლითობის მსხვერპლი...“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ცეცხლის ნიშნებისთვის

1791479580
ხატია ბედოშვილი

ოქტომბერი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის - ვერძისთვის, ლომისა და მშვილდოსნისთვის - მნიშვნელოვანი ასტროლოგიური ცვლილებებისა და დინამიკური პროცესების პერიოდი იქნება.

ასტროლოგ ხატია ბედოშვილის პროგნოზით, შუა შემოდგომის ენერგიები ამ ნიშნებს ახალ შესაძლებლობებს, პიროვნულ ტრანსფორმაციასა და გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას მოუტანს.

ასტროლოგი დეტალურად განმარტავს, თუ რას უნდა ელოდონ ცეცხლის ნიშნები პირად ურთიერთობებში, კარიერასა და ფინანსურ სფეროში, ასევე სად მართებთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა ოქტომბრის ასტროლოგიური პოტენციალი მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ:

ცეცხლის ნიშნები

♈ ვერძი - ოქტომბრის პროგნოზი:

ოქტომბერი ვერძებისთვის სულიერი და ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის მომტანია. განსაკუთრებით დიდი ენერგიის ხარჯვა მიდის პარტნიორული ურთიერთობების ღერძზე. ნუ გარევთ მეგობრებს, ან სხვა ადამიანებს პირად საქმეებში. ამან შესაძლოა გაგიფუჭოთ, როგორც მეგობრებთან, ასევე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა.
მთელი თვის მანძილზე, სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსებთან დაკავშირებით. ნუ გახდებით თაღლითობის მსხვერპლი. არ ღირს, ფულის დაბანდება, სესხება, ან გასესხება.

სასიყვარულო ურთიერთობაში, მოგეცემათ შანსი, რომ გამოასწოროთ ის, რაც ბოლო წელიწად ნახევრის მანძილზე ვერ შეძელით და გადახვიდეთ ურთიერთობის ახალ ეტაპზე. ამ თვეში არ არის რეკომენდებული ქორწინება, ან ნიშნობა.

ის პრობლემები, რომელიც 20 რიცხვამდე გამოიჩენს თავს, გადაჭრის საშუალება 24 ოქტომბრის შემდეგ მოგეცემათ. მნიშვნელოვანია, რომ დაფიქრდეთ და წარსულის საკუთარი შეცდომები გამოასწოროთ.

ყურადღება გამოიჩინეთ ჯანმრთელობის მიმართ. არ გირჩევთ რისკს, ან ექსტრემს. სუსტია სასუნთქი გზები, ძვალსახსროვანი სისტემა. არის სხვადასხვა ინფექციებისა და ვირუსების შანსი.

ოქტომბრის ჰარმონიული დღეები ახალი საქმის დასაწყებად; სილამაზის პროცედურებისათვის; კონტრაქტების გასაფორმებლად: 15;16;20;23;

ოქტომბრის დაძაბული დღეები: 3;4;5;9;10;12;17;25;

ოქტომბრის ჰარმონიული დღეები დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად; კოსმეტიკური, ენერგეტიკული, სახლის წმენდებისთვის, ვალის გადასახდელად; უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად:1;2;6;7;28;29;

♌ ლომი - ოქტომბრის პროგნოზი

ოქტომბერი ლომებისთვის ერთ-ერთი რთული თვეა 2026 წელს. ამ პერიოდში, ოჯახური თვალსაზრისით ხდება კანონზომიერების დაბრუნება. თავის გართმევა, ღირებულებებისა და ოჯახის წევრებთან მიდგომების შეცვლის გარეშე შეუძლებელია.

ბრუნდება ბოლო წელიწად ნახევრის მანძილზე მოგროვილი კარმის დაბრუნება. არის ფსიქოლოგიური სტრესებისა და კონფლიქტების მაჩვენებელი. მოგეთხოვებათ, განთავისუფლდეთ ტოქსიკური მიჯაჭვულობისა და კონტროლის სურვილისაგან.

მოგეთხოვებათ, პარტნიორსაც და საკუთარ თავსაც მისცეთ თავისუფლება. გადაიხედება თქვენი უპრობო სიყვარულის გაცემის უნარი. პარტნიორულ და ოჯახის წევრებთან ურთიერთობებში.

მთელი თვის მანძილზე, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ საცხოვრებელ სახლში უსაფრთხოების ზომების დაცვას.

შესაძლოა იგრძნოთ უენერგიობა, რაც გამოწვეულია დაძაბული ენერგიის აკუმულირებით. შეუმჩნევლად იხარჯება ძალები, რაც გაზარალებთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. არ გირჩევთ ახალი საქმის წამოწყებას, კონტრაქტების გაფორმებას, ძვირად ღირებულ შენაძენებს, ან საბუთებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობას.

ოქტომბერი ერთგვარი ჩიხია, რომელიც არ გაძლევთ გეგმის განხორციელების საშუალებას. უმჯობესია, რომ რაც არ გამოდის, გადადოთ დეკემბრისთვის და არ დახარჯოთ ენერგია ტყუილად.

რეკომენდებულია განტვირთვა, მეგობრებთან ურთიერთობა, ბოლო წელიწად ნახევრის მანძილზე განვლილი მოვლენების გაანალიზება და ღირებულებათა სისტემის შეცვლა. ამ თვეში გაკეთებული არჩევანი პარტნიორულ ურთიერთობაში, გავლენას იქონიებს, მომავალი წელიწად ნახევრის მანძილზე.

მატერიალური შემოსავლის თვალსაზრისით ჰარმონიული თვეა. თუ ყველაფერი გეგმის, ან მოლოდინის მიხედვით არ წარიმართა, ნუ შეეწინააღმდეგებით. რაც უფრო მეტ ძალისხმევას დახარჯავთ იმის მცდელობაში, რაც არ გამოდის, უფრო მეტად შეხვალთ ჩიხში.

ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არის ვირუსული ინფექციების გავრცელების ალბათობა. სუსტია სასუნთქი გზები, ჰორმონალური სისტემა და თავის არე. თუ დაზოგავთ ენერგიებს, შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას. კარგია, თუ ფიზიკური აქტივობით დაკავდებით მთელი თვის მანძილზე.

ოქტომბრის ჰარმონიული დღეები ახალი საქმის დასაწყებად; სილამაზის პროცედურებისათვის; კონტრაქტების გასაფორმებლად: 14;15;18;22;24;25;

ოქტომბრის დაძაბული დღეები: 4;5;6;10;12;13;19;20;26;27;

ოქტომბრის ჰარმონიული დღეები დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად; კოსმეტიკური, ენერგეტიკული, სახლის წმენდებისთვის, ვალის გადასახდელად; უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად:

♐ მშვილდოსანი - ოქტომბრის პროგნოზი

ოქტომბერი, მშვილდოსნებთან სამსახურებრივი და მეგობრებთან ურთიერთობების თვალსაზრისით, გამოწვწვებით აღსავსეა. არის კონფლიქტებისა და გაუგებრობების მაჩვენებელი. ეცადეთ ყველა ადამიანი მიიღოთ ისეთი, როგორიც არის და არ სცადოთ მათი შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენვე დაზარალდებით.

იგივე მიდგომების ჩამოყალიბებაა საჭირო ნათესავებთან და დედმამიშვილებთან დაკავშირებით.

შესაძლოა გამოაშკარავდეს, არა კეთილის მსურველები. იყავით დამკვირვებლის პოზიციაში და აკონტროლეთ თითოეული სიტყვა, რომელიც შესაზლოა თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ.

არ გირჩევთ ფინანსურ რისკს, ახალი საქმეების წამოწყებას, საბუთებთან ურთიერთობას და ძვირად ღირებული შენაძენების გაკეთებას. არის გაუგებრობებისა და დანაკარგების მაჩვენებელი.

ჰარმონიული თვეა ახალი ცოდნის მისაღებად, პროფესიონალიზმის გასაღრმავებლად.

შესაძლოა სამსახურებრივი ცვლილებები თავისით მოხდეს. შიდა რეორგანიზაცია და მოგიწიოთ ადაპტირება.

პარტნიორულ ურთიერთობებში, ბოლო სამი თვის მანძილზე დაგროვილი ენერგია, ჰარმონიულიც და ნეგატიურიც აკუმულირდება. აუცილებელია, რომ თვალებში შეხედოთ თქვენს შიშებსა და ეჭვებს, განთავისუფლდეთ მათგან. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ ურთიერთობის ჰარმონიულ ეტაპზე გადაყვანას. გამოიცდება თქვენი უპირობო სიყვარულის უნარი.

ჯანმრთელობის მხრივ, სუსტია ნერვიული სისტემა და სასუნთქი გზები. აუცილებელია, რომ მთელი თვის მანძილზე ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვეთ და შეინარჩუნოთ შინაგანი ჰარმონია. დაასრულოთ ის გარემოებები, რომელიც ემოციურ კრიზისებში გამყოფებთ. ამ შემთხვევაში, შეძლებთ ჯანმრთელობის პრობლემის თავიდან არიდებას.

ოქტომბრის ჰარმონიული დღეები ახალი საქმის დასაწყებად; სილამაზის პროცედურებისათვის; კონტრაქტების გასაფორმებლად: 14;15;16;17;18;20;21;24;25;

ოქტომბრის დაძაბული დღეები: 1;2;7;8;10;11;12;19;22;23;26;27;

ოქტომბრის ჰარმონიული დღეები დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად; კოსმეტიკური, ენერგეტიკული, სახლის წმენდებისთვის, ვალის გადასახდელად; უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად:3;4;5;6;9;28;29;30;31;

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გამოჩნდება ახალი შესაძლებლობა...“ - რა გელოდება 7 დღეში: თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „უნდა მომეგო...მაგარ ფორმაში ვიყავი, თუმცა ღმერთმა ასე დაუშვა“ - ლაშა ბექაურის პირველი კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატზე დამარცხების შემდეგ

⭕ „რასაც ებრძვი, სწორედ ის გმართავს“ - ხათუნა ნოელი ნეგატიურ კონფორმიზმსა და ცრუ თავისუფლებაზე

✕