Digest Logo

🎥 „მანდილოსნები გახდებიან ნერვიულები, ამიტომ კაცებო, გამოიჩინეთ თავდაჭერა! მათზე სამყაროს ზეგავლენაა“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

1737358035
მიხეილ ცაგარელი

ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ მიმდინარე (20-26 იანვარი) კვირის პროგნოზზე ისაუბრა. როგორც თავად ამბობს, გვექნება 4 გეომაგნიტური დღე, რა დროსაც ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას, უფრო მეტად კი წნევას.

მიხეილ ცაგარელის თქმით, დღეს დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადავიდა, რაც ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის პოზიტიურ ცვლილებებთან ასოცირდება.

„როგორც იქნა დედამიწა გადავიდა პოზიტიურ ენერგოველში. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის განწყობა უკეთესობისკენ შეიცვლება, ემოციური ფონი დასტაბილურდება. ადამიანებს შორის ურთიერთობა, კომუნიკაცია შედარებით უკეთესი გახდება. შესაძლებლობა ბევრი საკითხი გადაიჭრას მოლაპარაკების გზით, გაიზრდება. ადამიანები უფრო მშვიდად იგრძნობენ თავს, ყველა ნიშანს ექნება პოზიტიური შანსები.

ეს არის ის კვირა, როცა ყველასთვის კარგი იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს გეომაგნიტური დღეები. ამინდიც კი ცვალებადია და გეომაგნიტური დღეებიც ადამიანის ცხოვრებაში რაღაცებს ცვლის, მაგალითად წნევას. 

გეომაგნიტური დღეებია: სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა. გექნებათ დისკომფორტი, თავის ტკივილი, უგუნებობა, აკონტროლეთ წნევა. 

დღეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, მზე გადავიდა ერთი თვით მერწყულში, რაც გააძლიერებს თავისუფლების მოყვარეობას, დიპლომატიურობას, კონტაქტების დამყარებას. დროა არასტანდარტული მიდგომების, ინტერნეტთან მეტი კომუნიკაციის. ცოტა გაძლიერდება სიჯიუტე, ამიტომაც ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ოთხშაბათს მანდილოსნები გახდებიან ნერვიულები, ამიტომ კაცებო, გამოიჩინეთ თავდაჭერა! მათზე სამყაროს ზეგავლენაა. 

გარდა ამისა არ აჰყვეთ პროვოკაციებს, პარასკევს მოტყუების ალბათობა დიდია. ეს არის ტენდენციები, რაც მიმდინარე კვირაში უნდა გაითვალისწინოთ“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რთული პერიოდები გვაქვს გამოვლილი, მატერიალურით დაწყებული, სულიერი კრიზისებით დასრულებული...“ - როგორ გაიცნო საბა ჭიკაიძემ მეუღლე

🎥 „საოცარი შეგრძნებაა შენსა და შენს სისხლ-ხორცს შორის კიდევ ერთი თაობაა და ისიც შენია...“ - რას ამბობს საბა ჭიკაიძე ბაბუობაზე

🎥 რას ნიშნავს სხვისთვის მიძღვნილი ცხოვრება და როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი - მარინა კაჭარავას საინტერესო რჩევები