Digest Logo

🎥 „რთული პერიოდები გვაქვს გამოვლილი, მატერიალურით დაწყებული, სულიერი კრიზისებით დასრულებული...“ - როგორ გაიცნო საბა ჭიკაიძემ მეუღლე

1737356399
დეკანოზი საბა ჭიკაიძე

მამა საბა ჭიკაიძეს, რომელიც თბილისში, ვაკეში მდებარე ორ ეკლესიაში დეკანოზად მსახურობს – წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის და მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიებში, მთელი ქვეყანა იცნობს. მამა საბა სოციალურ ქსელში საჯაროდ პასუხობს ყველას, ვისაც რელიგიასთან დაკავშირებით რაიმე სახის კითხვა აქვს.

11 წელია სასულიერო პირია. ჰყავს ცოლი, 5 შვილი და 2 შვილიშვილი.

ამჯერად სასულიერო პირი სტუმრად გადაცემის „ნოესთან“ სტუმარი იყო, სადაც მან ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენა. 

მამა საბა ჭიკაიძემ მეუღლეზეც ისაუბრა და საზოგადოებას გულწრფელად მოუყვა მათი სიყვარულის ისტორია:

„ერთმანეთი ეკლესიაში გავიცანით. ვთვლი, რომ კაცს ყველაზე მეტად და უკეთ ახასიათებს ერთგულება. ერთგულება არის სიყვარულის საზომი, რაც თავგანწირვას, ეგოიზმის უარყოფას მოითხოვს. 

ცოლქმრული ცხოვრება რთული თემაა, ეს მხოლოდ კომფორტის ზონაა არაა, ის უპირველესად არჩევანია. 

33-ე წელია ერთად ვართ, გვყავს 5 შვილი, 2 შვილიშვილი და მესამეს ველოდებით. ძალიან რთული პერიოდები გვაქვს გამოვლილი, მატერიალურით დაწყებული, სულიერი კრიზისებით დასრულებული. ამ ყველაფერმა კი ჩვენი ურთიერთობა უფრო განამტკიცა, გააძლიერა. 

მაშინ სემინარიის სტუდენტი ვიყავი, სიონში პატრიარქი ატარებდა პარაკლისს, ძალიან მიყვარდა დასწრება, სადაც ჩემი მეუღლე მოდიოდა ხოლმე. გალობამ დაგვაკავშირა ერთმანეთს. ვთხოვე ჩემს მეგობარს გაგვეცნო ერთმანეთი, გრძელი და საინტერესო ამბავია. ყველაფერში უფლის ხელი იკითხებოდა, მისი განგება იყო, რომ ერთად ვყოფილიყავით“, - ამბობს დეკანოზი საბა ჭიკაიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საოცარი შეგრძნებაა შენსა და შენს სისხლ-ხორცს შორის კიდევ ერთი თაობაა და ისიც შენია...“ - რას ამბობს საბა ჭიკაიძე ბაბუობაზე

🎥 რას ნიშნავს სხვისთვის მიძღვნილი ცხოვრება და როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი - მარინა კაჭარავას საინტერესო რჩევები

„ნემსების დრო შეიძლება მალე დასრულდეს, ახალი ვაქცინა მის გარეშე...“ - რა ინფორმაციას გვიზიარებს გიორგი ფხაკაძე