Digest Logo

„მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით წერთ თქვენს სურვილს, ხატავთ მის ამსახველ ნახატს, ან სიმბოლოს...“ - სურვილის ასრულების ტექნიკა

1759412728
მზე, ეზოტერიკა

ბლოგერი, ეზოტერიკოსი, რომელიც სოციალურ ქსელში „Svart გრიმუარის“ სახელითაა ცნობილი, სურვილის ასრულების ტექნიკას გვიზიარებს.

ტექნიკა სრულდება განთიადზე ან შუაღამეს 00:00-დან 03:00-მდე:

„სურვილის ასრულების ტექნიკა:

აცივდა და ფანჯრებმაც დაიწყო დაორთქვლა, ამან გამახსენა ძველი საავტორო ტექნიკა. სურვილების ასრულების ტექნიკა - პრაქტიკული საყოფაცხოვრებო მაგია. 

დღეს გასწავლით ერთ საკმაოდ მარტივ, თუმცა მოქმედ საავტორო ტექნიკას.

თავად ტექნიკა იმდენად მარტივია, რომ შესაძლოა ის ყველამ აკეთოს გაუცნობიერებლად, ბევრმაც გააცნობიეროს რადგან ის საკმაოდ ღრმად არის აღბეჭდილი ჩვენს კოლექტიურ ცნობიერებაში.

სცადეთ გაიხსენოთ, ბავშვობაში ხშირად დაგიხატავთ ან დაგიწერიათ რამე დაორთქლილ შუშაზე? ალბათ ეს ბავშვების 99%-ს გაუკეთებია. აგრეთვე ყველაზე ხშირად ბავშვები ხატავენ პენტაგრამას (ხუთ ქიმიან ვარსკვლავს,რომლის მონაკვეთებიც გადაბმულია),ფიფქის მსგავს ფიგურას და ა.შ. რეალურად დახატულ ფიფქის ფორმას თუ დავაკვირდებით ის მოგვაგონებს რუნა ალგიზებისგან შექმნის ესკიზს,რომლის მსგავს ფიგურებსაც ხშირად ვაწყდებით სკანდინავიურ (კერძოდ ისლანდიურ) სიმბოლოებში (ე.წ. მუზარადები).

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მოკლედ ვიტყვი, რომ დაორთქლილ შუშაზე, სარკეზე, ყინულზე და სხვა მსგავს ბრტყელ ზედაპირზე ხატვა თუ წერა ოდითგანვე ახასიათებდა ადამიანს, ისევე როგორც გარკვეული „მაგიური“ სიმბოლოები ვიცით დაბადებიდან...

აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სუნთქვით (ნელი და თბილი სუნთქვით) ძალიან ხშირად ხდება სხვადასხვა
სიმბოლოების ან ობიექტების აქტივაცია, ენერგეტიკული გააქტიურება, ასევე ადამიანზე ჰიპნოზური ზემოქმედება და სხვა...

თავად ტექნიკა:
 
• ტექნიკა სრულდება განთიადზე ან შუაღამეს 00:00-დან 03:00-მდე (თუ მთვარე ზრდადია და ხილულია ცაზე).
ეცადეთ აქ ჩართოთ თქვენი ინტუიცია,დაუკვირდით მზესთან გირჩევნიათ მუშაობა თუ მთვარესთან... დაბლა იქნება სიტყვები ორივე ვარიანტისთვის.
                
• სანამ განახორციელებთ თავად მოქმედებას,წინასწარ მოიფიქრეთ რა სურვილზე იმუშავებთ.

ეცადეთ შეარჩიოთ მარტივი,მიღწევადი და რეალური სურვილები. მოახდინეთ სურვილის ფორმულირება
და ჩამოაყალიბეთ ის მარტივად და მაქსიმალურად ლაკონიურად, სურვილი არ უნდა იყოს მრავალმხრივი ან ორაზროვანი, სურვილი უნდა ატარებდეს მხოლოდ პოზიტიურ არსს და ამ რიტუალის შესრულება შეგიძლიათ მხოლოდ საკუთარი თავისათვის! არ ეცადოთ მის ჩატარებას სხვისთვის და არ მიმართოთ ენერგია სხვებზე! ეცადეთ ჩამოაყალიბოთ ის სიტყვის ან მოკლე წინადადების ფორმით,მტკიცებით და პოზიტიურ ფორმაში (მაგ.: "ტელეფონი", „მსურს ტელეფონი“ ან „ვყიდულობ ტელეფონს“).

სცადეთ სურვილის აღწერა სიმბოლიკის ან ნახატების დახმარებით (მაგ.: დახატეთ ტელეფონი,შექმენით სიგილის
მსგავსი სიმბოლო რომელიც მას განასახიერებს და ა.შ…).
 
• მიდიხართ ფანჯარასთან (სასურველია აღმოსავლეთით მდებარე იყოს) და თან წაიღეთ ქაღალდზე დაწერილი გეგმა.
 
• დააორთქლეთ შუშა ნაზი და თბილი სუნთქვით (შეუბერეთ 3-ჯერ), იმ შემთხვევაშიც კი თუ გარეთ ცივა და შუშა ისედაც დაორთქლილია.
 
• მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით (ცაციებმა მარცხენა ხელის) წერთ თქვენს სურვილს ან ხატავთ
მის ამსახველ ნახატს ან სიმბოლოს.
 
•პროცესში წარმოიდგინეთ მიზანი და სთხოვეთ სამყაროს (ღმერთს,ღმერთებს...) მისი ასრულება და შეუთქვით
„მზის პირველო სხივებო, ალზე მხურვალევ და ელვაზე ჩქარო! შემოდით შემოანათეთ და ჩემი სურვილი ზეცაში აღმართეთ. დაე იბრწყინოს მან და თქვენსავით ანათოს, დაე ასრულდეს სურვილი და გამახაროს! სიტყვა ითქვა,საქმე გაკეთდა,სურვილი ახდა,როგორც დილა გათენდა!".

როგორც ანათებს და იზრდება მთვარე, ისე იზრდება წარმატება ჩემი.

დედაო მთვარეო, ქალღმერთო ღამის, მისმინე და შემეწიე შენი ძალით. სიტყვა ითქვა და საქმეც გაკეთდა,
სურვილი ახდა,როგორც ყოველდღე ღამდება!“, - წერს Svart გრიმუარი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩაიხედეთ თქვენს სულში! იპოვეთ საერთო ენა თქვენს ქვეცნობიერთან, შექმენით ახალი პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, იგრძნოთ მეტი სიხარული“ - თამარ კვარაცხელია

ცნობილია 53 წლის ქალის ვინაობა, რომელიც 74 წლის ქმარმა მოკლა - ახალი დეტალები

„ბრალი მისი, ვინც გულში მაინც ვერ დაინახავს სხვის ამაგს, ბრალი მისი, ვინც ადამიანს გამოიყენებს ანგარებით...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე