„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია, ეს დღე ნეიტრალურია. ყურადღება მიაქციეთ რას ამბობთ, როგორ იქცევით, გაატარეთ დღე მშვიდ გარემოში, თუ გექნებათ საშუალება რაღაც დროით განმარტოვდით, ეს კი დაგეხმარებათ დღე აქციოთ წარმატებულად“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს:
ვერძი - თავი შეიკავეთ პირად და საოჯახო თემებში გადაწყვეტილების მიღებისგან. არ იჩქაროთ, ყურადღება არ მიაქციოთ პირველ შეგრძნებას, რაც გაგიჩნდებათ. სამსახურში გამოიჩინეთ ინიციატივა.
კურო - არის კონფლიქტის და გაუგებრობის ალბათობა. ეცადეთ, მაქსიმალურად გამოიჩინოთ მეტი დიპლომატია, გაურკვეველ სიტუაციებს მოერიდეთ. არ შეიძინოთ არაფერი და არც ფინანსური საკითხები გადაწყვიტოთ.
ტყუპები - ეს დღე საკმაოდ აქტიური იქნება, მარტივად და უკეთ შეიცვლება მოვლენები. გაითვალისწინეთ, სიჩქარე არ არის სასურველი და არ გარისკოთ.
კირჩხიბი - ქაოსური დღეა, შფოთვა და ნერვიულობა იჩენს თავს პირველ ნახევარში. მეორე ნახევარში კი ეს გაქრება და დროს მეგობრებთან ერთად გაატარებთ.
ლომი - ეცადეთ, არ გაჩერდეთ და იმოქმედოთ. შეინარჩუნეთ დისციპლინა და ყველაფერს მიაქციეთ ყურადღება. მნიშვნელოვანია როგორ შეასრულებთ დეტალებს.
ქალწული - დაკავდით მხოლოდ საკუთარი საქმით და არ ჩაერიოთ სხვების საქმეში. არ გაფანტოთ ყურადღება და არ იყიდოთ არაფერი.
სასწორი - მნიშვნელოვანი დღეა, მოგეცემათ შესაძლებლობა გამოასწოროთ ძველი ურთიერთობები. ეცადეთ, ყველაფერი დაიწყოთ ახლად.
მორიელი - შეხედეთ დღეს მარტივი თვალით. თქვენმა ნეგატიურმა განწყობამ შესაძლოა ხელი შეგიშალოთ. რაც უფრო პოზიტიური განწყობით იქნებით, უფრო კარგი დღე გექნებათ.
მშვილდოსანი - საჭესთან ყურადღებით იყავით, ფრთხილად იმოძრავეთ და არ არის სასურველი შორ გზაზე გადაადგილება.
თხის რქა - არ არის სასურველი სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება. ეცადეთ, გაწეროთ გეგმა თუ როგორ იმოქმედოთ. დაისახეთ მიზანი.
მერწყული - იმოქმედეთ ინტუიციურად. მოსალოდნელია დაბრკოლებები, რაც მალე გამოსწორდება. დაკავდით საქმით, რასაც სიამოვნება მოაქვს თქვენთვის.
თევზები - დღე გაატარეთ მეგობრებთან და მეორე ნახევრებთან ერთად, გაუზიარეთ მათ თქვენი ფიქრები და აზრები.
ასევე დაგაინტერესებთ: